x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134382
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
10 ყველაზე ხშირად აკრძალული დოკუმენტური ფილმი - ის, რასაც ხალხს უმალავენ...
image
როგორც წესი, ფილმები, რომელთა საჯარო ჩვენება აკრძალულია, განსაკუთრებით მოთხოვნადია. ეს გასაგებიცაა - ყველას აიტერესებს რის დამალვას ცდილობენ ასე გულმოდგინედ საზოგადოებისგან. ქვემოთ ვისაუბრებთ საუკეთესო რეიტინგის მქონე 10 დოკუმენტურ ფილმზე, რომელთა ჩვენებაც ბევრ ქვეყანაში აკრძალეს.

10. "მე და სხვები"
image

რეიტინგის მე-10 ადგილზე არის 1971 წელს, საბჭოთა კავშირში გადაღებული, მაგრამ აკრძალული სურათი. ფილმი ეხება ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატის, ვალერი მუზინის სამეცნიერო ექსპერიმენტებს. რეალურ ადამიანებს აყენებდნენ ერთსა და იმავე სიტუაციებში. ამ ცდების აზრი მგდომარეობს იმაში, რომ გამოკვლეული იქნას ცდისპირების რეაქცია, რაც ყველას სხვადასხვა ჰქონდა. ფილმის სიუჟეტი შემდეგია: ფარული კამერით ხდება გადაღება ლექციის, რომლის დროსაც აუდიტორიაში შეიარაღებული ადამიანები შეიჭრებიან, ცეცხლს გახსნიან და ლექტორს გაიტაცებენ. მალე ლექტორი ბრუნდება აუდიტორიაში ცოცხალი და უვნებელი. იგი იწყებს თვითმხილველილ სტუდენტების გამოკითხვას, რათა გაიგოს როგორ აღწერენ ისინი ინციდენტის დეტალებს. აღმოჩნდა, რომ ერთსა და იმავე მოვლენას ყველა სხვადასხვაგვარად აღწერს და მათი მოყოლილი დეტალებიც კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან - სტუდენტები თავად იგონებდნენ არარსებულ ნიუანსებს და დეტალებს და ერთგვარად ასრულებდნენ ფაქტებს საკუთარი ფანტაზიის მიხედვით, თუმცა თავად მათ ამ ყველაფრის გულწრფელად სწამდათ.

9. "კურსკი - წყალქვეშა ნავი მღვრიე წყალში"
image

მე-9 პოზიციაზე არის ფრანგი ჟან-მიშელ კარეს ფილმი "კურსკი - წყალქვეშა ნავი მღვრიე წყალში". ეს სკანდალური ფილმი რუსული სუბმარინის, "კურსკის" კატასტროფაზე მოგვითხრობს. სურათის შემქმნელების ვერსია შემდეგია: მოცემული წყალქვეშა ნავი იმყოფებოდა სწავლებებზე, რომლებიც მიზანიც იყო დემონსტრირება უახლესი შეიარაღების - სატორპედო რაკეტის "შკვალის". საჩვენებელი სროლების მიდინარეობას თვალყურს ადევნებდნენ ჩინური მხარის სამხედრო უწყების წარმომადგენლები. ამერიკულ მხარეს კი არ აწყობდა რუსეთისა და ჩინეთის სამხედრო თანამშრომლობის წარმატებით განხორციელება. სწავლებაზე დასაკვირვებლად გაგზავილი იქნა აშშ-ს ორი წყალქვეშა ნავი - "ტოლედო" და "მემფისი". მანევრების დროს "კურსკს" ჯერ "ტოლედო" შეეჯახა" (რასაც ადასტურებს რუსული სუბმარინის კორპუსზე არსებული დამახასიათებელი დაზიანებები) შემდეგ კი "მემფისმა" ესროლა ტორპედო.

აღნიშნული ფილმი ნაჩვენები იქნა ფრანგულ ტელეარხზე "France 2" 2004 წელს, რუსეთში კი მისი ჩვენება აიკრძალა.

8. "ФСБ აფეთქებს რუსეთს"


image

მე-8 ადგილს იკავებს ფილმი, სახელწოდებით "ФСБ აფეთქებს რუსეთს", რომელიც გამოვიდა 2008 წელს და აკრძალული იქნა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. იგი მოგვითხრობს მოვლენებზე, რომლებიც თითქოს რუსეთში ხდებოდა 90-იან წლებში და რომლებშიც შესაძლოა ჩართული იყო როგორც ხელისუფლება, ასევე სპეცსამსახურები. გამოთქმულია აზრი, რომ იმ დროინდელილ ბევრი ტერაქტი სწორედ ФСБ-ს მიერ იყო ჩადენილი. კონკრეტულად საქმე ეხება ტერაქტს, რომელიც 1999 წელს იქნა აღკვეთილი ქლაქ რიაზანში.

ფილმის შემქმნელების აზრით, არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა თავად ჩაატარა ეს ოპერაცია ანტიტერორისტული სწავლებების საფარქვეშ. ფილმში ნახსენებია ვლადიმირ პუტინის როლი, რომელიც იმ პერიოდში აღნიშნულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. შემქნელებელის დასკვნები გამყარებულია იმ დროინდელი სატელევიზიო არხის, НТВ-ს მიერ გადაღებული მასალებით.


7. "კანონიერი ქურდები"
image

მეშვიდე ადგილს იკავებს დოკუმენტური ფილმი "კანონიერი ქურდები", რომელიც ასევე იქნა აკრძალული რუსეთის ტერიტორიაზე. ეს პროექტი ეხება რუსეთში ისეთი მოვლენის ჩამოყალიბების ისტორიას, როგორიცაა "კანონიერი ქურდი". ფილმში დეტალურადაა განხილული დანაშაულებრივი სამყაროს მთელი სოციალური კიბე და მისი ისტორიული საფუძვლები. მოყვანილია საუბრები კრიმინალური სამყაროს ელიტის წარმომადგენლებთან, ე.წ. "ავტორიტეტებთან", "კანონიერ ქურდებთან".


6. "Loose Change"


image
რეიტინგის მე-6 ადგილს იკავებს ამერიკელი რეჟისორის, დილან ევერის 2006 წელს გმოსული ფილმი "Loose Change", რომლის ჩვენებაც აიკრძალა აშშ-ში. ფილმის ეხება 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტს.


სურათის ავტორები ამტკიცებენ, რომ ამ შეტაკების შედეგად ცათამბჯენები ვერ დაინგრეოდა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ შეჯახების შემდეგ თავად შენობის შიგნიდან კიდევ განხორციელდა აფეთქებები და სწორედ ისინი გახდა კომპლექსის ნგრევის მიზეზი. ფილმი გადაღებულია ჟურნალისტური გამოძიების ფორმით და ყველა თეორია გამყარებულია ექსპერტების დასკვნებით.

5. "ნულოვანები"



image

რეიტინგის მე-5 ადგილზე წარმოდგენილია დოკუმენტური ფილმი "ნულოვანები", რომელიც გადაღებულია 2011 წელს და აკრძალული იქნა რუსეთის ფედერაციაში. იგი ეხება რუსეთის თანამედროვე სახელისუფლებო სისტემას, რომლის პირობებშიც კორუფცია ნორმად იქცა.

ფილმში ნაჩვენებია რუსეთის ხელისუფლების ყველა უარყოფითი ასპექტი, განხილულია ისეთი თემები, როგორცაა ეკონომიკა, ინტელექტის გადინება, უცხოური მუშახელის შემოყვანა.


4. "სახლი: მოგზაურობის ისტორია"


image

მე-4 ადგილს იკავებს ფილმი "სახლი: მოგზაურობის ისტორია", რომლის ჩვენებაც 30-ზე მეტ ქვეყანაში იქნა აკრძალული. ამ სურათზე მუშაობა 15 წელზე მეტ ხანს გაგრძელდა, რაც ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვებას დასჭირდა. წელიწადნახევარი მოუნდნენ უშუალოდ გადაღებებს, რომლებიც 50 ქვეყანაში მიმდინარეობდა. ზოგიერთმა სახელმწიფომ უარი თქვა მის ტერიტორიაზე გადაღებების უფლების მიცემაზე.


აღნიშნული ფილმის თემაა ეკოლოგია. სათბურის ეფექტი, რადიოაქტიური დაბინძურება, ტოქსიკური ნარჩენები, ტექნოლოგიური კატასტროფები და მათი კავშირი ბუნებრივ მოვლენებთან - სწორედ ამას ეხება ფილმი. მაში ნაჩვენებია ამგვარი ქმედებების შეუქცევადი შედეგები, რომელთა დანახვაც სამწუხაროდ ახლო მომავალში მოგვიწევს.


3. "პუტინის სისტემა"


image

მესამე ადგილი ეკუთვნის ფრანგულ დოკუმენტურ ნამუშევარს, სახელწოდებით "პუტინის სისტემა". ფილმი, რომელმაც საკმაოდ დიდი ხმაური გამოიწვია, ეძღვნება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს - ხელისუფლებაში მისი მოსვლის ისტორიას, მართვის მეთოდებს, არსებული პოლიტიკური რეჟიმის დამყარების პროცესს. მიუხედავად იმისა, რომ თავად პუტინი არ დათანხმდა ფილმის შემქნელებს შეკითხვებზე პასუხის გაცემაზე, ისინი მთელი 3 წელი დეტალურად აგროვებდნენ მის შესახებ მასალებს, იკვლევდენ ფაქტებს, ესაუბრებოდნენ პირებს, რომლებიც პირადად იცნობდნენ რუსეთის პრეზიდენტს.

აღნიშნულმა ნამუშევარმა კრიტიკოსების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და უამრავი საერთაშორისო ჯილდოც მიიღო. ფილმი ითვლება პუტინისადმი მიძღვნილ ნამუშევრებს შორის ერთ-ერთ საუკეთესოდ.


"ნორდ ოსტი"


image

მე-2 ადგილზეა დოკუმენტური ფილმი "ნორდ ოსტი", რომელიც 2010 წელს გამოვიდა და რუსეთის არხებზე მისი ჩვენება აიკრძალა.

მოცემული სურათი ეძღვნება 2006 წლის 23 დეკემბერს მომხდარ ტერაქტს, რომლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ფილმში გაანალიზებულია ფაქტები, გამოტანილია დასკვნები და გამოთქმულია ვარაუდები იმის შესახებ, თუ რა გზით შეძლეს ტერორისტებმა საკონცერტო დარბაზის აღება და მასში 900 მძევლის 3 დღით გაჩერება.

1. "მსოფლიო შეთქმულება - საიდუმლო მსოფლიო მმართველობა"


image

რეიტინგის პირველ ადგილზეა ფილმი, რომელსაც ბევრი საუკეთესოდ თვლის მოცემული მიმართულებით გადაღებულ ფილმებს შორის. იგი ბევრ ქვეყანაში იქნა აკრძალული, მათ შორის აშშ-შიც.

აღნიშნული ნამუშევარი ეხება ხელისუფლებას - ადამიანებს, რომლებიც მართავენ ჩვენს მსოფლიოს. მასში კონკრეტულ მაგალითებზე ნაჩვენებია, რომ ომები, ეკონომიკური კრიზისები, რეჟიმთა ცვლა - ყოველივე ეს მხოლოდ და მხოლოდ უჩინარ მეთოჯინეთა მოხერხებული თამაშია.






2
2499
12-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2499
  
2016, 15 თებერვალი, 14:44
რა საინტერესოა,უნდა მოვიძიო და ვნახო ყველა :) მადლობა
2016, 15 თებერვალი, 13:13
ძალიან საინტერესო ფილმები ჩანს, მაგრამ სამწუხაროდ არსად არ მინახავს..გავაზიარე
0 1 2