x
მეტი
  • 23.11.2024
  • სტატია:138429
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
გარდაცვლილი უკვდავი გენიები, რომელთაც თავიანთი სიკვდილი იწინასწარმეტყველეს
ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც ჰქონია ნებისმიერ თქვენგანს წინასწარ, რაღაც ცუდის შეგრძნება, შედეგსაც არ დაუყოვნებია და 100%-ით გამართლებულა თქვენი "წინათგრძნობა". ქვეცნობიერად მოდის ეს რაღაც ნიჭი თუ გრძნობა და არსებობენ ადამიანები, რომელთაც ხშირად არ ასვენებთ წინასწარ ცუდის შეცნობა. აგათა კრისტი ამბობდა, რომ «ქალები გაუცნობიერებლად ამჩნევენ ათასობით წვრილმან დეტალს, გაუცნობიერებლად აკავშირებენ მათ ერთმანეთთან — და ამას ინტუიციას უწოდებენ». მაგრამ რა არის ინტუიცია სინამდვილეში, რომელი ვექტორების მქონე ადამიანებს აქვთ შორ მანძილზე ხედვის და იმის წინათგრძნობის უნარი, თუ რა მოხდება მომავალში? ალბათ ამ კითხვაზეც არსებობს პასუხი, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა კუთხით წაგვიყვანს, ვინაიდან დღევანდელ სტატიაში, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მინდა წარმოგიდგინოთ გარდაცვლილი უკვდავი გენიები, რომელთაც თავიანთი სიკვდილი წინასწარ იგრძნეს.



1. Bob Marley. ლეგენდარული მუსიკოსი, რომელიც დღესაც ბევრის კუმირია, მეგობრების თქმით ყოველთვის გრძნობდა, რომ მოკვდებოდა 36 წლის ასაკში და მართლაც, მომღერალი 36 წლის ასაკში, კანის კიბოთი გარდაიცვალა.

image





2. Christopher Wallace (Notorious B.I.G). ჰიპ-ჰოპის შემსრულებელი, 90-ნი ლწების შუა პერიოდში ურთიერთობდა 2 Pac-თან. 2 Pac-ის მკვლელობიდან ერთი წლის შემდეგ ქრისტოფერი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს, რაც მან წინასწარ უკვე იცოდა.


image





3. Amy Winehouse. უძლიერესი მომღერალი ნარკოტიკებზე დამოკიდებული რომ იყო, ეს ყველასათვის ისედაც ნათელს წარმოადგენდა, თუმცა მან მოახერხა ამ სენისგან გათავსიუფლება და საუბედუროდ ალკოჰოლზე დამოკიდებული გახდა. (ანუ- "ვაის" გაეყარა და "ვუის" შეეყარა) მისი ახლობლების თქმით ის გრძნობდა მალე მოკვდებოდა და თურმე ხშირად ამბობდა, რომ "სიკვდილი კარზე მიკაკუნებს"-ო. მართლაც, 2011 წლის ივლისში, ემი მკვდარი იპოვეს.

image




4. Michael jackson. პოპ მეფის სიკვდილი ნამდვილი შოკი გახდა მსოფლიოსთვის. გარადაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე, მაიკლი ესაუბრებოდა დას, რომ გრძნობდა ვიღაცას უნდოდა მისი მოკვლა, თუმცა ვინ იყო "ის", ამას ვერ ხვდებოდა.

image




5. Lisa Lopes. მომღერალი დაიღუპა ავტოკატასტროფაში. სიკვდილამდე რამოდენიმე დღით ადრე, საკუთარი ავტომობილით გაიტანა პატარა ბიჭი, რომელმაც მოულოდნელად გადაურბინა წინ. ბიჭი დაიღუპა, ლიზა კი სასოწარკვეთილი იყო და ამტკიცებდა, რომ ცოდვის საფასურად ძალიან მალე თვითონაც იგივე მოელოდა.

image





6. DESHON Dupree Holton. "Proof". ჯგუფი D12-ის დამფუძნებელი, მისივე მეგობრების თქმით, ყოველთვის დარწმუნებით ამბობდა, რომ ახალგაზრდა მოკვდებოდა.

image




7. Tupac Shakur. 2Pac. წარმოუდგენელი მუსიკოსი, რომლის სახელი ჯერ ისევ ცოცხლობს, ზურგს უკან ყოველთვის გრძნობდა სიკვდილის სუნთქვას. ის 25 წლის ასაკში მოკლეს.

image




8. John Lennon. ლენონის მდივნის თქმით, მომღერალი ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ არასდროს წარმოედგინა სიცოცხლე 40 წლის შემდეგ და მართლაც, ის ზუსტად 40 წლის გარდაიცვალა.

image





9. Kurt Cobain. კურტმა სრული პროგნოზირება გაუკეთა საკუთარ ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ბევრი ფული, გავლენა და წარმატება, შინაგანად იყო უკმაყოფილო და ცარიელი. დაიწყო ნარკოტიკების მოხმარება და არაერთხელ განუცხადებია, რომ ვერ იცხოვრებდა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრებით. მან 27 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

image




10. Jimi Hendriks. ჟურნალ "Time"-ის მიერ, ყველა დროის უდიდეს გიტარისტად აღიარებული ჯიმი, უმეტეს სიმღერას უდროო სიკვდილის შესახებ მღეროდა, თითქოს გრძნობდა წინასწარ ადრეულ სიკვდილს. ის 27 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image

4
1013
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
1013
  
2016, 10 თებერვალი, 21:39
გმადლობთ.
2016, 10 თებერვალი, 20:44
ძალიან საინტერესო და კარგი სტატიაა
2016, 10 თებერვალი, 20:34
დიდი მადლობა ალექს ;)
2016, 10 თებერვალი, 20:30
საუკეთესო სტატია, შესანიშნავი ნამუშევარ და საინტერესო თემა... ყოჩაღ მაკა. რეიტინგის ლიდერის
როლს შესანიშნავად ასრულებ... გავაზიარე რათქმაუნდა
0 1 4