x
რატომ ვერ იღებს ლეონარდო დიკაპრიო ოსკარს?
imageყოველ წელს ერთი და იგივე ხდება. საწყალი ლეონარდო დიკაპრიო!..
ლეონარდო დიკაპრიო უკვე ხუთჯერ იყო ნომინირებული აკადემიის უმაღლეს ჯილდოზე (ოთხი ნომინაცია საუკეთესო მსახიობი მამაკაცი მთავარ როლში, ერთი ნომინაცია მეორეხარისხოვანი როლისათვის და ერთი ნომინაცია პროდიუსერობისათვის). მაგრამ, მიუხედავად მისი აღიარებისა და ხალხის სიყვარულისა, ვერ მოახერხა მოოქროვილი ქანდაკების ხელში ჩაგდება.


თუმცა, ლეონარდო მარტო არ არის, რეიფ ფაინსი, ჯონი დეპი, ჯორჯ კლუნი, ტომ კრუზი და სხვა მრავალი -ლეგენდარული მსახიობი, რომელსაც ლეოს მსგავსად არ აქვს ოსკარი მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვის.


მსახიობებისათვის გასაკვირი არ არის კარიერის განმავლობაში 6, 7, 8 ან თუნდაც 9 ნომინაცია. ლორენს ოლივიემ და სპენსერ ტრეისიმ ეს დაამტკიცეს.(ორივემ 9 ნომინაცია მიიღო). უნდა აღინიშნოს, რომ თითქმის ყველა მსახიობი ოთხი ნომინაციის შემდეგ ერთხელ მაინც იღებს აკადემიის უმაღლეს ჯილდოს. ამიტომ შესაძლოა ეს წელი დიკაპრიოსი იყოს!

image


აქამდე რატომ ვერ აიღო ლეომ ოსკარი? მოდით, გადავხედოთ იმ ფილმებს, რომელთა წყალობითაც იყო ნომინირებული.


ლეოს პირველი ნომინაცია კატეგორიაში ‘საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მთავრ როლში’ მარტინ სკორსეზეს ფილმმა ავიატორი მოუტანა. ეს იყო ბიოგარფიული სურათი, რომელშიც ლეოს თამაში ნამდვილად იმსახურებდა ყურადღებას. 2004 წელს ოსკარზე დიკაპრიოსთან ნომინირებული იყვნენ ისეთი ცნობილი მსახიობები, როგორებიც არიან ჯონი დეპი, დონ ჩიდლი, კლინტ ისტვუდი. თუმცა მოოქროვილი ქანდაკება იმ დროისათვის დამწყებ მსახიობს ჯეიმი ფოქსს ერგო ბიოგრაფიული ფილმისთვის, რომელშიც ლეგენდარული რეი ჩარლზის როლი შეასრულა. შესაძლოა ამაზე იმანაც იმოქმედა, რომ რეი ჩარლზი ცერემონიამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა.


2006 წელს იყო სისხლიანი ალმასი, ეს იყო არაჩვეულებრივი ფილმი, რომელსაც აუცილებლად უნდა მიეღო მონაწილეობა ოსკარისათვის ბრძოლაში. თუმცა მაშინაც აკადემიამ ფორესტ უიტეკერის კარიერის საუკეთესო ფილმად ჩათვალა შოტლანდიის უკანასკნელი მეფე, რომელიც გეოგრაფიულად და თემატურადაც ძალიან ჰგავდა ‘სისხლიან ალმასს’. 2006 წელს მარტინ სკორსეზეს ორმაგი თამაში გახდა საუკეთესო ფილმი, რომელში ლეოს შერულება შთამბეჭდავია. აკადემიის წესები კრძალავს ერთი მსახიობის სხვა ფილმისათვის მეორედ ნომინირებას იმავე კატეგორიაში. ლეოს გულშემატკივართა უმრავლესობა თვლიდა, რომ მშფოთვარე და პარანოიდ პოლიციელს უფრო შეეძლო ჯილდოს მიღება, თუმცა აკადემიამ სისხლიანი ალმასი არჩია.


შემდეგ იყო 2014. აკადემიის რიგით 88-ე დაჯილდოვებამ ლეონარდოსათვის ურთულესი შეჯიბრი მოაწყო. მისი მთავარი მოწინაღმდეგეები იყვნენ მეთიუ მაკ-კონაჰი, რომელმაც აღმაფრთოვანებელი ოსტატობა გვაჩვენა ფილმში დალასის მყიდველთა კლუბი და ჩივეტელ ეჯიოფორი ფილმისათვის მონობის 12 წელი, რომელმაც საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გაიმარჯვა.


მოვიდა 2016 წელიც და ლეონარდო დიკაპრიომ უკვე მეოთხე ნომინაცია მიიღო მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისათვი ფილმში გადარჩენილი. ეს გახლავთ ოსკაროსანი რეჟისორის ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუს ფილმი, რომელმაც კრიტიკოსების აღფრთოვანება გამოიწვია და მრავალ ნომინაციაში უწინასწარმეტყველებენ გამარჯვებას. რაც შეეხება დიკაპრიოს, მას წელს საკმაოდ სერიოზული კონკურენტები ჰყავს: წინა წლის ოსკარის გამარჯვებული ედი რედმეინი, მაიკლ ფასბენდერი, ბრაიან კრენსტონი და მეტ დეიმონი.


image


აქამდე ლეოს გულშემატკივრები თვლიდნენ, რომ მას მონაწილეობა ჯერ არ მიუღია ‘საოსკარე’ ფილმში და სწორედ ამიტომ უცრუვდებოდათ იმედები ყოველ წელს, თუმცა გადარჩენილის გამოჩენის შემდეგ ამგვარი მოსაზრებები გაქრა.


ფანები და არამარტო ისინი, თვლიან, რომ 2016 დიკაპრიოს წელია და რომ 28 თებერვალს ის აუცილებლად მიიღებს სანატრელ მოოქროვილ ოსკარს.


თქვენ რას ფიქრობთ? იმსახურებს ლეონარდო დიკაპრიო ოსკარს გადარჩენილისთვის? თუ ის უბრალოდ არ არის ისეთი კარგი მსახიობი, როგორიც მისი რამდენიმე კოლეგა?

0
121
შეფასება არ არის
ავტორი:vako123
vako123
121
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0