სხვა სცენაზე გარდაცვლილი ცნობილი ადამიანები 2016, 3 თებერვალი, 20:24 გოგი ცაბაძე - კომპოზიტორი, საქართველოს სახალხო არტისტი, თბილისის საპატიო მოქალაქე-გარდაიცვალა გორის თეატრში გამოსვლის დროს 1986 წელს. მუხრან მაჭავარიანი-პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი-გარდაიცვალა 2010 წლის 17 მაისს რუსთაველის თეატრში სიტყვით გამოსვლის დროს. ანდრეი მირონოვი, - მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი.1987 წლის 14 აგვისტოს რიგაში გასტროლებიდ დროს მსახიობმა ვეღარ ჩაათავა ბოლო სცენა სპექტაკლში "ფიგაროს ქორწინება". იგორ ტალკოვი-, მომღერალი, სიმღერების ავტორი.მოკლეს 1991 წლის 6 ოქტომბერს სანტ-პეტერბურგში კონცერტზე გამოსვლის წინ. მომღერალ აზიზას დირექტორთან იგორ მალახოვთან მოუვიდა კამათი, რის შედეგადაც დაცვამ ერთი გასროლით მოკლა. მირიამ მაკება-სამხრეთ აფრიკელი მომღერალი, "გრემის" პრემიის მფლობელი, - 2008 წლის 9 ნოემბერს იტალიაში კონცერტის დროს გულის შეტევა დაემართა, მეორე დღეს გარდაიცვალა. დაიმბეგ დარელი-ჯგუფ "Pantera"-ს სოლისტი და ვირტუოზი გიტარისტი, 2004 წლის 8 დეკემბერს კლუბ "ალოსა ვილაში" გამოსვლის დროს ფსიქიურად დაავადებულმა ფანმა სცენაზე 5 ტყვია ესროლა.დარელი ადგილზე გარდაიცვალა. მარკ სედმანი-ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მულტინსტრუმენტალისტი-გარდაიცვალა იტალიაში გასტროლების დროს სცენაზე 1999 წლის 3 ივლისს. ბრენდონ ლი-ამერიკელი მსახიობი, ბრიუს ლის შვილი-გარდაიცვალა ფილმის გადაღების დროს 1993 წლის 31 მარტს, იარაღში შემთხვევით საბრძოლო ვაზნები იდო. სტივ ირვინი-ავსტრალიელი ნატურალისტი, ტელეჟურნალისტი, ცნობილი დოკუმენტური ფილმების ავტორი ნიანგებზე "Discovery Channel"-ზე.2006 წლის 4 სექტემბერს წყალქვეშა გადაღების დროს თავს დაესხა თევზი სკაროსი, მისი ფარფლის ნემსი პირდაპირ გულში მოხვდა. ლი მორგანი-ამერიკელი ჯაზ მუსიკოსი, მესაყვირე.1972 წლის 19 თებერვალს ნიუ-იორკში კლუბ Slugs' -ში გამოსვლის დროს სცენაზე ერთი გასროლით მოკლა ყოფილმა ცოლმა ჰელენ მურმა.მუსიკოსი 33 წლის იყო. მოლიერი(ჟან-ბატისტ პოკლენი)-მოკვდა სცენაზე 1673 წლის 17 თებერვალს, როდესაც არგანის როლს ასრულებდა კომედიაში "მოჩვენებითი ავადმყოფი". 2629 10-ს მოსწონს 1-ს არა
|