პოეტი ნანა მეფარიშვილი სოციალურ ქსელში, ერთსქესიანთა ქორწინების შესაძლო დაკანონებას ეხმაურება. "საქართველოში, ქართველი კაცი რომ ერთ_სქესიანთა ქორწინებაზე ილაპარაკებს, ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია...
ჩვენი, ქართველი მამაკაცები, ჩემთვის (და არა მარტო ჩემთვის) მუდამ იყვნენ და იქნებიან ვაჟკაცობის და გმირობის საუკეთესო მაგალითები...
ქართველი კაცი სულით და ხორცით მხედარია და მადლობა უფალს, დღემდე ღირსეულად გრძელდება ეს ტრადიცია ჩვენში...
ხოლო მათ, ვინც იმის მცდელობაშია, რომ ჩვენს ქართველ რაინდებს გვერდით განაზებული "კაცები" დაუყენონ არც ქართველად მივიჩნევ და არც ღირსაც საქართველოში ცხოვრებისა...
მათი ცდაც ამაოა რათქმაუნდა, მაგრამ როგორც ერთმა კარგმა ქართველმა კაცმა გვითხრა გუშინ მე და ჩემს მეგობარს, ბარემ და მოგროვდნენ ერთად რამდენი არიან გვეცოდინება მაინცო...smile ემოცია
ეს საწყალი ხალხი კი, ყველა დროში იყვნენ და იქნებიან და ვერც კი ხვდებიან ისედაც ბეჩავებს, როგორ იყენებენ ბოროტი ძალები...
ახლა ქალი რომ გამეპრანჭოს და თვალი ჩამიკრას ხომ მოვიკალი თავი და ეგაა...smile ემოცია
მე ვენაცვალე ყველა ქართველ კაცს და ქალს, ვინც ბოლომდე დარჩება ჩვენი შეურყეველი ტრადიციის, წესისა და ადათის ერთგული...
მათ გვერდით ვიქნები მუდამ მთელი ჩემი არსებით, გულით და უბადრუკი სიცოცხლით...
ჯვარი გეწეროთ ყველას და "ფუი" ეშმაკებს...smile ემოცია heart ემოცია" წერს პოეტი სოციალურ ქსელში.