x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134334
  • ვიდეო:352432
  • სურათი:508414
საქართველოს როლი მსოფლიოში

"ევროპა და განსაკუთრებით რუსეთი ჯერ კიდევ ვერ მიხვდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული მისია შეასრულა საქართველომ ევროპის წინაშე, თავისი საუკუნოვანი ტანჯვით, თავისი უშიშარი ბრძოლით.ქართველი ერი - ეს არის ჭეშმარიტი ჯვაროსანი ერი. როგორც ჯვაროსანი რაინდის ცხოვრება, ამ ერის ცხოვრებაც იყოფოდა ლოცვად და სისხლიან ბრძოლად მუსულმანთა წინააღმდეგ. ათას წელზე მეტია ამ ერს ხელიდან არ გაუგდია ხმალი და თუ ბევრი მათგანის სამოსზე არ იყო გამოქარგული ქრისტიანული ჯვარი, ის სამაგიეროდ ჩაქარგული იყო ყოველი ქართველის გულში.საქართველო ამრიგად გადაიქცა ევროპისა და ქრისტიანობის მოსაზღვრე ციხე-სიმაგრედ, რომელიც პირველ და ყველაზე საშინელ დარტყმას თავის თავზე იღებდა. ევროპის ამ პატარა მოკავშირემ მისი უსაფრთხოებისთვის უდიდესი ისტორიული წვლილი შეიტანა. ყველაფრის მიუხედავად ამ ერმა შეინარჩუნა თავისი სილამაზე, ენა, კულტურა და რათქმაუნდა სარწმუნოება.
აღმოსავლეთის დიდძალმა ისლამურმა სახელმწიფოებმა დაატეხეს თავისი ენერგია და ფანატიზმი პატარა საქართველოს შეუდრეკელ მკერდზე და მიუხედავად იმისა, რომ მათი კლანჭები მაინც მიწვდა საქართველოს ჩრდილოეთით მცხოვრებ კავკასიელ ერებს და მოახერხა მათი დიდი ნაწილის გამუსულმანება, თვითონ ქართველები მაინც ქრისტიანებად დარჩნენ და ისლამის შემდგომი წინსვლა სწორედ საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში შეჩერდა საბოლოოდ. ქრისტიანული საქართველოს ტაძრების ჯვრები სულ უფრო ზემოთ იწევდნენ, იმალებოდნენ მთების შუაგულში, გამაგრდნენ უფრო ძლიერად, მაგრამ მაინც - ისინი აგრძელებდნენ კაშკაშს... მისი ტაძრების ფეხთან რჩებოდა ოქროს ისლამური ნახევარმთვარე, მაგრამ მას ყოველთვის ზემოდან ამაყად გადმოჰყურებდა ქრისტიანული ჯვარი."

image

1
456
13-ს მოსწონს
ავტორი:პროფესორი
პროფესორი
456
  
2016, 19 მაისი, 21:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1