x
image
alex999
Mediator image
სამყაროს ყველაზე დიდი გველი - ტიტანობოა! (+ვიდეო)
ტიტანობოა — ნამარხი გველების გვარი, რომლებიც ცხოვრობდნენ 60-58 მლნ. წლის წინ, პალეოცენურ პერიოდში. ერთადერთი ცნობილი სახეობაა Titanoboa cerrejonensis, რომელიც დღემდე აღმოჩენილ ყველაზე დიდ გველს წარმოადგენს. მისი ნაშთიდან გამომდინარე შესაძლოა დავასკვნათ, რომ სიგრძეში გველი 13 მეტრს აღწევდა, სისქეში 1 მეტრს, წონით კი მიახლოებით 1, 25 ტონა იყო. 2009 წელს, ქვანახშირის საბადოებში, კერეიონში, (კოლუმბია) აღმოჩენილი იქნა ტიტანობოა-ს 28 დამოუკიდებელი ნაშთი. ამ აღმოჩენამდე ცოტაოდენი ნაშთი აღმოაჩინეს სამხრეთ ამერიკის უძველეს ტროპიკულ გარემოში. გველი მეცნიერთა გუნდმა, ჯონათან ბლოჩისა და კარლოს ჯარამილოს ხელმძღვანელობით, ექსპედიციის დროს აღმოაჩინა. ბლოჩი ფლორიდის უნივერსიტეტის პალეონტოლოგია, კარლოს ჯარამილო კისმიტსონიური ტროპიკულ გამოკვლევათა ინსტიტუტის პალეობოტანიკოსი. ვინაიდან გველები ცივსისხლიანები არიან, მეცნიერებმა გამოთქვეს მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტროპიკები-ამ გველის საცხოვრებელი გაცილებით ცხელი ადგილი ყოფილა, ვიდრე ამას გამოკვლევები ადასტურებენ. ტემპერატურას აქ, საშუალოდ, 32 °C უნდა მიეღწია.


image





როგორც ზემოთ ვახსენთ, ტიტანობოა არის პალეოცენური პერიოდის გიგანტი

გველი. მისი სიგრძე აღწევს 13 მეტრს და წონა ტონაზე მეტს. მისი არსებობიდან


60 მილიონი წელი გავიდა უკვე, მაგრამ რა აღმოაჩინეს მეცნიერებმა წლების წინ?



გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, დღემდე ყველაზე გრძელი გველი 10 მეტრი

სიგრძისაა, ხოლო ყველაზე ჭარბწონიანი 183 კილოგრამს შეადგენს(პითონი).

როდესაც პალეოცენურ პერიოდის გველს, ტიტანობოას შევადარებთ ამ რეკორდსმენ

გველებს, მაშინ მივხვდებით უდიდეს სხვაობასაც.



ტიტანობოას შოკისმომგვრელი აღმოჩენა კოლუმბიის ქალაქ კერეიონში, ქვანახშირის

ერთ-ერთ უდიდეს საბადოში მეცნიერების მიერ იქნა განხორციელებული. 2002 წელს

ქვანახშირის საბადოს კოლუმბიელი სტუდენტი ესტუმრა, სადაც მან აღმოაჩინა

პალეოცენური პერიოდის ტროპიკული ტყეების ფოთლის ნამარხი. 10 წლის

განმავლობაში მეცნიერები ამ უცნაურ ადგილს აკვირდებოდნენ. პანამის სმითსონის ტროპიკული კვლევითი ინსტიტუტი და ფლორიდის უნივერსიტეტის მეცნიერების

კვლევების შედეგად, ჩვენს სამყაროში პირველად აღმოჩენილ იქნა ტროპიკული

ტყეების ტერიტორია.



2009 წელს ამ ტერიტორიაზე აღმოაჩინეს გიგანტური კუები, ნიანგები, უპირველესი ჯიშის ლობიო, ავოკადო და ბანანი. მაგრამ ყველაზე დიდ აღმოჩენად დღემდე

გამოუკვლეველი გველების ჯიშის ნამარხის აღმოჩენა ითვლება.



ჩვენი ეპოქის ანაკონდას და ბოას მონათესავე გველს მეცნიერები ტიტანობოას

უწოდებენ. პალეოცენური პერიოდის გველი, კვლევების თანახმად, შხამიანი არ

აღმოჩნდა. ტიტანობოა ნადირს 281 კგ / მ 2 წნევით ახრჩობდა. ეს იგივეა,

რაც ნიუ იორკში მდებარე ბრუკლინის ხიდის ქვეშ მოყვეს კაცი.



მსოფლიოს უდიდესი გველის ანალოგი გამოფენილია სმითსონის

ეროვნულ მუზეუმში.



imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage












ნახეთ ექსკლუზივი ვიდეობიც...




























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



8
2815
11-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2815
  
2016, 1 თებერვალი, 14:48
კარგი დღე დავთქვათ ლელაჩკა
2016, 1 თებერვალი, 14:41
როგორც გენებოთ, ბ-ნ. ალექს :) ოღონდაც კითხვას მე დავსვამ :D
2016, 1 თებერვალი, 14:36
ოხხხ რასამბობ თუ გინდ გამოკითხვა ჩავატაროთ:-D :-D
2016, 1 თებერვალი, 14:35
ისეთი კარგი არა, როგორც კაცების :D:D:D
2016, 1 თებერვალი, 14:30
მაგიტომ გკითხე, მაგრამ გოგონების დამოკიდებულება გველებთან მგონი კარგია ხოო?:-D :-D ;-)
2016, 1 თებერვალი, 14:25
აბა, შენ რა გეგონა ტიტანობოამ მომხიბლა??? :D
2016, 1 თებერვალი, 14:23
სტატია ხოო?:-D :-D :-D
2016, 1 თებერვალი, 14:22
ძალიან კარგია, გავაზიარე :)
0 1 8