x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები

სტივ ჯობსი, ბოლო ათწლეულების, საკულტო პიროვნება იყო. მილიონობით ადამიანი ემადლიერება მას უნიკალური პროდუქციისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მდიდარი იყო, ჯობსმა მოახერხა და უბრალო ადამიანად დარჩა.
ცოტა ხნის წინ, ინტერნეტში გამოქვეყნდა სტივ ჯობსის უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან საავადმყოფოს პალატაში წარმოთქვა. ეს სიტყვები, მისი სულის ბოლო გამოძახილი იყო...
«მე ბიზნესის სფეროში დიდ მწვერვალს მივაღწიე. ბევრი ფიქრობს, რომ ჩემი ცხოვრება — წარმატების განსახიერებაა. მაგრამ, უნდა ვაღიარო, რომ სამუშაოს გარდა, ჩემს ცხოვრებაში, ბევრი სიხარული არ იყო. და საერთოდ, სიმდიდრე — მხოლოდ ცხოვრების ფაქტია, რომელსაც მე უბრალოდ შევეჩვიე.

დღეს მე საავადმყოფოს პალატაში ვწევარ და მთელს ჩემს ცხოვრებას ვიხსენებ. ახლა მივხვდი, რომ სიმდიდრემ და აღიარებამ, რომლითაც ასე ვამაყობდი, დაკარგა თავისი მნიშვნელობა, მომავალი სიკვდილის ფონზე.
როდესაც სიბნელეში ვუყურებ, სიცოცხლის უზრუნველყოფის აპარატიდან გამომავალ მწვანე შუქს და მესმის მისთვის დამახასიათებელი მექანიკური ხმა, მე სიკვდილის მოახლოვებას და ღმერთის სუნთქვას ვგრძნობ. ახლა, როდესაც საკმარისად მაქვს ფული, დრო მოვიდა რომ სხვა რამეებზე ვიფიქრო, იმაზე, რაც სიმდიდრესთან კავშირში არ არის...

image

ცხოვრებაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არის, ვიდრე სიმდიდრე. შესაძლებელია, ვიღაცისთვის ეს ურთიერთობა არის, სხვებისთვის — ხელოვნება ან ბავშვური ოცნებები…
გამუდმებით სიმდიდრისკე სწრაფვა, ადამიანს მარიონეტად აქცევს. მეც სწორედ ეს დამემართა. ღმერთმა ჩვენ გრძნობის უნარი მოგვცა, რომ ახლობლებს ჩვენი მათდამი სიყვარულის შესახებ ვუამბოთ.
სიმდიდრე, რომელიც ცხოვრების მანძილზე მოვაგროვე, მე არ შემიძლია თან წავიღო. ყველაფერი, რის წაღებასაც მე შევძლებ — ეს მოგონებებია, რომელიც სიყვარულს უკავშირდება. აი რა არის ნამდვილი სიმდიდრე, რომელიც ყოველთვის თან მოგვყვება და წინ სიარულის ძალას გვაძლევს.
სიყვარულს შეუძლია დიდი მანძილის გადალხვა. სიცოცხლეს არა აქვს საზღვარი. სიყვარულის გამო, ნებისმიერი მწვერვალის დაპყრობას შეძლებთ. შეძლებთ იქ წასვლას, სადაც გული მიგიწევთ. ეს ყველაფერი თქვენს ხელში არის.
როდესაც ფული გაქვთ, თქვენ შეგიძლიათ დაიქირაოთ ადამიანები, რომლებიც მანქანით მოგემსახურებიან, სახლში ან სამუშაოზე გაგიკეთებენ რამეს. მაგრამ, თქვენს ავადმყოფობას არავინ აიღებს საკუთარ თავზე.
მატერიალურ ნივთებს, რომელსაც დღეს ვერ შევიძენთ, მომავალში შეგვიძლია ვიყიდოთ. მაგრამ არის ისეთი რაღაც, რისი ყიდვაც შეუძლებელია – ეს სიცოცხლე არის.
მნიშვნელობა არა აქვს, რამდენი წლის ხართ და რას მიაღწიეთ, როდესაც ფარდა ძირს დაეშვება… თქვენი განძი — ოჯახისადმი, ახლობლებისადმი, მეგობრებისადმი... სიყვარულია.

თავს გაუფრთხილდით. იზრუნეთ სხვებზე».

0
486
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0