მედიაში ხშირად იწერება ჭორები ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის დაშორების შესახებ, თუმცა როგორც ჩანს ახლა ყველაფერი სერიოზულადაა ! როგორც წყარო გვატყობინებს, ბრედი უკვე ამზადებს დოკუმენტებს განქორწინებისთვის. ცოტა ხნის წინ, ანჯელინა დაესწრო “კუნგ-ფუ პანდა 3″-ის პრემიერას, სადაც მარტო იმყოფებოდა. მსახიობმა მედიის ყურადღება ორი მიზეზის გამო მიიპყრო.
1) მსახიობს ეცვა მოკლე კაბა, რაც ძალიან დიდი იშვიათობაა. ყოველდღიურად მას უმეტეს შემთხვევაში შარვლები აცვია, ხოლო სოციალური მაშტაბური ღონისძიებებისთვის გრძელ კაბას ირჩევს ხოლმე. ამ ყველაფერს სიგამხდის დასამალად აკეთებდა, თუმცა ახლა, მიუხედავად იმისა, რომ კვლავ საგრძნობლად დაიკლო წონაში, მაინც არ მოერიდა სხეულის გამოჩენას.
2) ანჯელინა პრემიერაზე მეუღლის გარეშე იყო. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მედიას წყვილის დაშორების შესახებ კვლავ ხმების გავრცელება დაეწყო.
წყაროს ცნობით, წყვილი გამუდმებით კამათობს, რასაც ბრედის ეჭვიანობა განაპირობებს. მას ანჯელინას მიმართ პრეტენზიები აქვს. ბრედს აწუხებს ის ფაქტი, რომ ანჯელინა რეგულარულად ეფლირტავება სხვა მამაკაცებს. გარდა ამისა, როგორც აღმოჩნდა, მას ანჯელინას მსგავსად სულაც არ სურს კიდევ ერთი ბავშვის შვილად აყვანა. როგორც ამბობენ, სანამ ბრედი წასული იყო პრემიერაზე, ანჯელინა სიმშვიდეს სხვა მამაკაცის მკლავებში ჰპოვებდა. ეს პიტისთვის უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა. მსახიობი გაემგზავრა ლონ-ანჯელესში და დაიწყო განქორწინებისთვის დოკუმენტების გამზადება.
ამის საპასუხოდ კი ანჯელინამ განაცხადა, რომ ბრედი უკვე ის ადამიანი აღარაა, ვისაც ცოლად გაჰყვა. ჭორებს ისიც ადასტურებს, რომ “ოქროს გლობუსის” დაჯილდოებაზე ბრედი მარტო მივიდა. მიუხედავად ამ ხმებისა, ოფიციალურად არაფერია დადასტურებული და არ ღირს წინასწარ წყვილის განსჯა.