x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133842
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
8 ხერხი, რომლითაც რესტორნებში გვატყუებენ მენიუს საშუალებით - გაითვალისწინეთ!

image
სწორად შედგენილი მენიუ, როგორც წესი, კლიენტს ეხმარება აირჩიოს ის კერძი, რაც რესტორნის მეპატრონეს აწყობს! ამიტომ რესტორნის მენიუს შედგენა საკმაოდ დიდ პროფესიონალიზმს მოითხოვს. და მაინც, რა ხერხებს მიმართავენ მენიუს შემდგენლები კლიენტის "გამოსაჭერად"?

1. ზღუდავენ თქვენს შესაძლებლობებს
image

მენიუს შემდგენლები ხშირად იყენებენ ე.წ. "არჩევანის პარადოქსს". რაც მეტი ვარიანტი გაქვს, მით მეტად ღელავ და გეშინია არჩევანში შეცდომის დაშვების: თითქოს თევზის საჭმელად ემზადებოდით, მაგრამ აი, გადაშალეთ მენიუ და უკვე აღარ იცით, თევზი რასთან ერთად აირჩიოთ - სალათთან, პუდინგთან თუ კიდევ აი, რაღაც უცნობი სახელწოდების გარნირთან ერთად. ზოგადად ყოველ კატეგორიაში (სალათი, მთავარი კერძი და ა.შ.) კერძების საუკეთესო რაოდენობად, ანუ რაოდენობად, რომელიც განსაკუთრებით კარგად მოახერხებს თქვენს გაგიჟებას და თავბრუს დახვევას, ითვლება 7. "სწორად შეგენილი მენიუს ამოცანაა აიძულოს კლიენტი გასინჯოს რაღაც ახალი და, ცხადია, უფრო ძვირიც" - ამბობს გრეგ რაპი, 30 წლიანი გამოცდილების მქონე მენიუს ინჟინერი.

2. გიტყუებენ მადისაღმძვრელი ფოტოებით


image

"კერძები, რომელთა ფოტოები მენიუში მიმზიდველად გამოიყურება, სამჯერ მეტად იყიდება", - ამბობს გრეგ რაპი. აიოვის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს გამოკვლევა: სტუდენტები, რომლებსაც სალათის მადისაღმძვრელ ფოტოს აჩვენებდნენ, თითქმის ყოველთვის უკვეთავდნენ სადილზე სალათს. ამ ხერხს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ სწრაფი კვების ობიექტები.

3. თამაშობენ ფასებით

მენიუში არ მიუთითებენ ფასს რომელიმე ვალუტაში (მაგ. 100 ლარი/დოლარი/ევრო/და ა.შ.), არამედ მხოლოდ ციფრს წერენ ("100"). ტვინი, როცა ვერ ხედავს ჩვეულ ფულის ერთეულებს (ლარი, დოლარი და ა.შ.), დუნდება და საკუთარ თავს უფლებას აძლევს მეტი დახარჯოს.
ბოლოს და ბოლოს ეს ხომ მხოლოდ ციფრებია, რაც არ უნდა იყოს ერთხელ ვცოცხლობთ!" - ფიქრობს ტვინი და თქვენს ეუბნებით ოფიციანტს გაიმეოროს ის კერძი, რომელიც ეს ესაა მიირთვით და ასეთი გემრიელი აღმოჩნდა.

აქვე არ შეიძლება არ მოვიხსენიოთ ყველასათვის კარგად ცნობილი ხრიკი, როცა 10-ის მაგივრად 9, 99-ს წერენ. ტვინი ხშირ შემთხვევაში აქაც ტყუვდება.

სწრად შედგენილ მენიუში ფასები არასოდესაა განლაგებული ერთ რიგში, არამედ მითითებულია კერძების სახელწოდებების ქვეშ. ეს კეთდება იმისათვის, რომ თქვენი მხედველობა მხოლოდ ფასების შედარებით არ დაკავდეს და მთელ მენიუს მოედოს.


4. გირევენ აზრს
image

კიდევ ერთი ხერხი - მენიუს დასაწყისში ძვირი პოზიციის განთავსება. მაგალითად, თუ მენიუს პირველივე გვერდზე დაინახავთ კიბორჩხალას 100 დოლარად, ცოტა მოშორებით მყოფი სტეიკი 50 დოლარად ძვირი სულაც არ მოგეჩვენებათ. ამასთან, ქვეცნობიერად გაგიჩნდებათ გრძნობა იმისა, რომ ის, რასაც მიირთმევთ, უმაღლესი ხარისხისაა. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა: ერთი და იგივე კერძი ერთ ჯგუფს შესთავაზეს 4$-ად, მეორეს - 8$-ად. მეორე ჯგუფის მონაწილეებს კერძი უფრო მოეწონათ. ასე რომ, ტვინი პირდაპირ აკავშირებს ერთმანეთთან დახარჯული ფულის რადენობასა და კმაყოფლების გრძნობას.

5. იპყრობენ თქვენს ყურადღებას
image
ცნობილია, რომ სუპერმარკეტებში, გაყიდვების თვალსაზრისით ყველაზე ხელსაყრელ პროდუქტს დებენ მყიდველის თვალის სიმაღლეზე. ეს პრინციპი რესტორნის მენიუს შედგენაზეც მოქმედებს. ადამიანის მხედველობის არეში პირველად როგორც წესი ექცევა ფურცლის მარჯვენა ზედა კუთზე, ამიტომ ამ ადგილზე ყოველთვის ის კერძებია განთავსებული, რომლის გაყიდვაც რესტორანს სურს. თქვენი მხედველობის შემდგომი გაჩერება, როგორც წესი არის მარცხენა ზედა კუთხე - აქ თითქმის ყოველთვის ათავსებენ სალათებსა და საუზმეებს. კიდევ ერთი ხერხია სხვა კერძებისგან ვიზუალურად გამორჩევა იმ კერძებისა, რომელთა გაყიდვაც რესტორანს სურს: ამისათვის საკმარისია კერძი ჩარჩოში ჩასვან ან ცარიელი სივრცით გამოყონ.

6. იყენებენ ფერთა თერაპიას
image
სხვადასხვა ფერი სხვადასხვაგვარ ზეგავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკაზე და გვეხმარება მოტივაციის ამაღლებაში. მაგალითად, ითვლება, რომ წითელი ფერი ამძაფრებს მადას, ყვითელი კი ყურადღებას იპყრობს. ამიტომ ეს ორი ფერი ყველაზე პოპულარულია სარესტორნო ბიზნესის ბრენდინგში, გავიხსენოთ თუნდაც ფასტ-ფუდის წითელ-ყვიდელი გიგანტი - მაკდონალდსი. წვანე ფერი კი, როგორც წესი, ეკოლოგიურად სუფთა და სასარგებლო საკვებთან ასოცირდება.

7. იყენებენ ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას
image

კერძების დეტალური აღწერა გაყიდვებს ზრდის 30%-ით. რაც მეტ ინფორმაციას იღებს კლიენტი, მით მეტად გამართლებული ეჩვენება ის თანხა, რომელსაც კერძში გადაიხადა. ამგვარად უბრალო "სტეიკი" იქცევა "მარცვლეულზე გაზრდილი ძროხის მარმარილოსებრი ხორიცსგან მომზადებულ სტეიკად".

კორნელის უნივერსიტეტში ჩატარებული ექსპერიმენტის დროს ადამიანთა ორ ჯგუფს ერთი და იგივე ღვინო დაურიგეს. პირველ ჯგუფს უთხრეს, რომ ღვინო ჩრდილოეთ დაკოტადანაა, მეორეს ამცნეს, რომ სასმელი კალიფორნიულია. მეორე ჯგუფში მყოფი ადამიანები, თვლიდნენ რა, რომ უფრო ძვირ ღვინოს სვამდნენ, 12%-ით მეტად უკევთავდნენ. ისეთი ეტიკეტები, როგორიცაა "გლეხური", "ადგილობრივი წარმოების", "ეკოლოგიური" მომხმარელის თვალში კერძის ღირებულებას საგრძნობლად ზრდის. აშშ-ს ზოგიერთ შტატში კანონიც კი მიიღეს იმის შესახებ, რომ მაღაზიის მფლობელი მოვალეა აუწყოს კლიენტებს სად არის პროდუქტი მოყვანილი.


8. იწვევენ თქვენში ნოსტალგიას

საკვების გემომ შეიძლება თქვენში აღძრას მოგონებები ბავშვობაზე, რითაც მშვენივრად სარგებლობენ რესტორნები. ამიტომ, როცა შემდეგში მენიუში ნახავთ და დააპირებთ შეუკვეთოთ "ბებოს ვაშლის ნამცხვარს", გაიხსენეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია.


image




3
5261
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
5261
  
2016, 8 დეკემბერი, 13:35
ბოლოს მოითხოვ ანგარიშს და აღმოაჩენ რო შარვლის დატოვება თუ არ მოგიწია დიდი მადლობელი უნდა იყო
2016, 18 იანვარი, 15:23
აი ზუსტად :)
2016, 18 იანვარი, 15:13
მარტივი რჩევა ამიტომ მენიუში საერთოოდ არ უნდა ჩაიხედო და მოითხოვო....მე ასე ვაკეთებდი თითქმის ყოველთვის იშვიათი გამონაკლისის გარდა
0 1 3