x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
როლისთვის თმა-განწირული, "ხოტორა" მსახიობი ქალები
ფილმებსა და საერთოდ კინემატოგრაფიას თანამედროვე ეპოქაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში. საზოგადოების ინტერესს იწვევს მსოფლიო კინომწარმოებლების ყველა ახალი წამოწყება, ახალი ფილმები, თავად ამ ფილმების შემქმნელებისა თუ მათში მონაწილე გმირების ისტორიები როგორც ფილმში, ასევე ფილმს გარეთ. ამის გამოა, რომ თანამედროვე კინოინდუსტრია მუდმივი "დაკვირვების" ქვეშაა.


კინოხელოვნება (ბერძნულად kineo – „ვმოძრაობ") არის ვიზუალური ხელოვნების დარგი, რომლის ნაწარმოებები იქმნება რეალური, ინსცენირებული ან მულტიპლიკაციის საშუალებებით შექმნილი მოვლენების შესახებ.


კინოხელოვნება გაჩნდა მე–20 საუკუნეში, რომლის კონცეფცია არის შავ–თეთრი ან ფერადი „მოძრავი ნახატების“ პროეცირება ეკრანზე. კინოხელოვნებაში ხდება ლიტერატურის, თეატრის, სახვითი ხელოვნებისა და მუსიკის სინთეზი მისთვის დამახასიათებელი გამოხატვის საშუალებებით, რომელთაგან უმთავრესია კინოგამოსახულების ფოტოგრაფიული ბუნება და მონტაჟი. ხელოვნების ეს დარგი თითქმის მთლიანად არის დამოკიდებული ტექნიკურ განვითარებაზე, მათ შორის ფოტოგრაფიების მოძრაობის, პროექცირების, გახმოვანების, კინოფირების დამუშავებისა და გამჟღავნების ტექნოლოგიებზე.


კინოხელოვნება განუყოფლად არის დაკავშირებული კინოინდუსტრიასთან, რომელიც აწარმოებს კინოაპარატურას, გადასაღებ, გადამამრავლებელ, სადემონსტრაციო და სხვა ტექნოლოგიურ მოწყობილობებს. კინოხელოვნებისა და კინოინდუსტრიის ერთობლიობას კინემატოგრაფია ეწოდება.



თუმცაღა, კინოს გადასაღები ტექნიკის განვითარებისა და კინემატოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად გაიზარდა რეჟისორული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი. (რეჟისორი- ფილმის დამდგმელი, რომელიც ხელმძღვანელობს მისი შექმნის მთელ შემოქმედებითსა და საწარმოო მუშაობას. ფილმის იდეურ-მხატვრული ჩანაფიქრის განსახორციელებლად რეჟისორი მუშაობს მსახიობებთან, დამდგმელ ოპერატორთან, მხატვართან, კომპოზიტორთან, აღწერს ფილმის დრამატულ, რითმულსა და სახვით გადაწყვეტის ერთიანობას).


წელიწადში მილიონობით ფილმს იღებენ და ბევრი მათგანი ხდება უკვდავი და დამსახურებული მაყურებელთა გადაწყვეტილებით, ვინაიდან უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინეს მათ გრძნობებზე ამა თუ იმ მსახიობებმა, ვინაიდან ხშირად ერთი კადრი უფრო მეტია, ვიდრე ფილმი. ამიტომ მსახიობებს ძალიან ბევრჯერ უხდებათ მსხვერპლის გაღება საყვარელი როლისთვის, უწევთ გასუქება, გახდომა, იღებენ ტრავმებს და თავსაც კი იპარსავენ.


მინდა წარმოგიდგინოთ როლისთვის თმა-განწირული, "ხოტორა" მსახიობი ქალები:


1. ზუსტად 2 წლის წინ, ქალური სილამაზითა და სინაზით გამორჩეული მსახიობი Мария Кожевникова გადაიქცა სერიოზულ, მებრძოლ ქალად, როდესაც ომზე ფილმში "სიკვდილის ბრიგადა", მას მოუხდა თავიდან თმის გადაპარსვა.

image



2. Екатерина Вилкова ასევე ომზე ფილმი- "სიკვდილის ბრიგადა"-ს გამო შევიდა ამ ჩამონათვალში, მანაც თავი გადაიპარსა.

image



3. Demi Moore-მ ასევე ფილმი "სამხედრო ჯეინი"-სთვის, სადაც თამაშობდა ლეიტენანტი Jordan O'Neil-ის როლს, თავზე თმა გადაიპარსა.

image



4. Kate Blanshett-მა 2002 წელს მიიღო შეთავაზება, რომ ეთამაშა დრამატულ ფილმში "სამოთხე", სადაც უნდა ყოფილიყო მასწავლებლის როლში, რომელიც უერთდება ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას. ქეითსაც ასევე, თავიდან თმის გადაპარსვა მოუხდა.

image



5. Charlize Theron-მაც ასევე გადაიპარსა თმა პოსტ აპოკალიპსური ფილმისთვის "Mad Max: Fury Road".

image



6. ამ მხრივ, გარეგნობაზე ზარალი მიეყენა ასევე, პოპულარული სერიალი- "სექსი დიდ ქალაქში"-ს ერთ-ერთ ცნობილ მსახიობს Cynthia Nikson-ს, რომელმაც თმა გადაიპარსა თეატრში სათამაშოდ მანჰეტენზე.

image



7. უმშვენეირეს Natalie Portman-ისაც მოუხდა სილამაზის მსხვერპლად გაღება როლისთვის ფილმში «V for Vendetta", თუმცა სანამ ფილმი საჯაროდ გამოვიდოდა, ის საზოგადოების წინაშე თმის გარეშე, გადაპარსული თავით, პირველად კანის კინოფესტივალზე წარსდგა, რაც მაყურებლისთვის მისი მხრიდან გამაოგნებელი იყო.

image



8. Sigourney Weaver-ი, ალბათ პირველი მსახიობი ქალია ჩვენს დროში, რომელმაც ფილმი "Alien 3"-ის მთავარი როლისთვის თავზე თმა გადაიპარსა, რის გამოც დიდი ჰონორარი მიიღო.

image



9. Cameron Diaz-ი არაერთი გამონაკლისია, ვინც საყვარელ საქმიანობას ფულის გამოც კი სილამაზე მსხვერპლად არ შეწირა, თუმცა ფილმი "ჩემი დის მფარველი"-ს მთავარ როლში, ის თავხოტორა გვევლინება. უბრალოდ რეზინის ქუდისა და კარგი მაკიაჟის წყალობით, კამერონი გავს თავზე თმა გადაპარსულს.

image



2
672
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
672
  
2016, 14 იანვარი, 15:26
გააჩნია თანხას,თმაა,სამ თვეში ისევ მშვენიერი ვარცხნილობები ექნებოდათ
2016, 14 იანვარი, 13:26
გაფასებ კამერონ!!! ქალს აშკარად უნდა ქონდეს თავზე თმა
0 1 2