x
image
თეონა გორდეზიანი
რა პრობლემებს გვიქმნის და შეგვიქმნის არაპროფესიონალიზმი??
განათლების სისტემაში ძალიან ბევრი პრობლემა არსებობს. გამოვყოფ ერთ-ერთს,

რომელიც ახლო მომავალში უფრო მეტ პრობლემას შეგვიქმნის აღმოუფხვრელობის

შემთხვევაში.

ახალგაზრდებში პოპულარობით სარგებლობს ის პროფესიები, რომელიც ახლოსაა არა მათ შესაძლებლობებთან არამედ შემდგომში მატერიალურ კეთილდღობასთან


(მათი აზრით).

ასეთი პროფესიებია : იურიდიული, ეკონომიური, ტურიზმი... შესაბამისად ის საგნები,

როგორებიცაა ქიმია, ფიზიკა... რჩება ყურადღების მიღმა მიუხედავად გატარებული ღონისძიებებისა. სახელმწიფომ ეს მიმართულებები გახადა უფასო, ინტერესის

გასაღვივებლად და ახალგაზრდების მისაზიდად. დღესდღეობით ამ მიმართულებით

სკოლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძირითადად ძველი კადრები

ასწავლიან, პროფესიონალების ახალი ნაკადი კი არ ჩანს. ეს თითქოს უბრალო ფაქტი

მომავალში დიდ პრობლემად გადაიქცევა.

იმის აღსანიშნავად, რომ სახელმწიფოში არაპროფესიონალიზმი ბევრ საკითხთან

დაკავშირებით იგრძნობა 13 ივნისის მაგალითზე ავღნიშნავ.


image

ყველასთვის ცნობილია 13 ივნისს, რამდენიმე საათიანმა წვიმამ მდინარე ვერეს ადიდება

გამოიწვია.ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება

ადამიანის მოქმედებით დეგრადირებული ტყის

საფარი. კვლევევებით დადგენილია, რომ

ამ მონაკვეთზე არასწორად წარმართული

სამეურნეო სამუშაოები ჩატარდა. სტიქიის ღამეს

სამსაათიანი წვიმის შედეგად სულ მცირე 80მმ

ნალექი მოვიდა, ეს კი 2 თვის ნორმაა

თბილისისთვის. წყალდიდობამ შეტბორვა, შეტბორვამ კი წყლის დონის 7 მეტრამდე აწევა გამოიწვია, რომელიც ზოოპარკზე, გმირთა მოედანზე და ლაგუნა

ვერეზე ზემოდან გადავიდა. ამის მიზეზი 1931 წელს ჩადებული გვირაბია.

დაუდევრობას გამოხატვს ჭალაზე სახლების მშენებლობა, სადაც უსაფრთხოების

ნორმების დაცვა არ ხდებოდა. ჰიდროლოგები ამ კატასტროფას კვლევების

არარსებობასაც უკავშირებენ, 90-იანი წლების შემდეგ მდინარეთა ხარჯების აღრიცხვა

აღარ ხდება.

ამ საკითხისა და ზოგადად ამ ტრაგედიის შესახებ ბევრის თქმა შეიძლება,

თუმცა ხაზი მინდა გავუსვა იმ მასიურ არაპროფესიონალიზმს, რისი არსებობის

შემთხვევაშიც ასეთი შედეგები არ მოყვებოდა. ადამიანური დაუდევრობა და

გაუთვალისწინებლობა, რომ ტყის საფარი ასეთი გარემოსთვის აუცილებელია,

არასწორად ჩატარებული სამეურნეო სამუშაოები არასწორმა დაგეგმვამ და

არაკომპეტენტური პირების ჩართულობამ გამოიწვია. მოსალოდნელი ნალექის

"ვერ" აღმოჩენა ან აღმოჩენის შემთხვევაში გაუთვალისწინებლობა და შესაბამისი

ღონისძიებების განუხორციელებლობა. ერთმანეთთან კავშირშია არამარტო

საზოგადოების უცოდინრობა და გაუთვალისწინებლობა, ასევე სახელმწიფოს მხრიდან

არაპროფესიონალთა გუნდის არსებობა.

ეს საკითხები აღმოუფხვრელობის შემთხვევაში მომავალში უფრო მწვავე

პრობლემად გადაიქცევა. გვჭირდება კვალიფიციური და კომპეტენტური პირები

ნებისმიერ საქმეში, რომ გარემოებებმა კიდევ სხვა კატასროფებამდე აღარ მიგვიყვანოს.



1
152
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
152
  
2016, 13 იანვარი, 15:30
"პატრიოტის ბანაკების" შედეგებს საქართველო ალბათ ერთ საუკუნეში ვერ აღმოფხვრის. ასე, რომ უნდა შევეგუოთ და ნელ ნელა გამოვასწოროთ.
0 1 1