x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
საინტერესო ფაქტები ცხოველების შესახებ

imageimage

1. ოთახის ბუზი 14 დღე ცოცხლობს.

imageimage2. სირაქლემას ცხენზე სწრაფად შეუძლია სირბილი. 60-70 კმ/სთ, რაც ცხენისთვის სირბილი არის, სირაქლემისთვის უბრალო გასეირნებაა. ისინი სირბილის დროს 80-90 კმ/სთ სიჩქარეს ავითარებენ, ხოლო რეკორდი 92კმ/სთ-ია.

imageimage3. ღამურა – ერთადერთი ძუძუმწოვარი არის, რომელსაც ფრენა შეუძლია.

imageimage4. კენგურუ კუდს წონასწორობის დასაცავად იყენებს. თუ კუდს ჰაერში აუწევენ, ის გადახტომას ვეღარ შეძლებს.

image

image

5. სტატისტიკის მიხედვით, მიწის 1 ჰექტარზე 100 000 ობობა მოდის.

image

image

6. ვეფხვის ზოლები უნიკალურია, ისევე როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები.

image

image

7. ნიანგის ყველაზე სუსტი ადგილი თვალი არის. იმ შემთხვევაში, თუ ის თავს დაესხა ადამიანს და კბენს, საკმარისია თვალზე დაჭერა და მაშინვე უკან იხევს.

imageimage8. რწყილები, თავიაანთ ზომასთან შედარებით, 200-ჯერ მაღლა ხტებიან. ეს იგივეა, ადამიანი რომ ახტეს 500 მ-ზე.

imageimage9. კატას თითოეულ ყურში 32 კუნთი აქვს.

imageimage10. სპილოს წყლის შეგრძნება 5 კმ-ს მანძილზე შეუძლია.

image

image

11. კოალას ყველაზე შეზღუდული მენიუ აქვს. ის მხოლოდ ევკალიპტის ფოთლებით იკვებება.

imageimage12. თახვი ხეებს რომ არ ღრღნიდეს და კბილებს არ იქლიბავდეს, მაშინ მას კბილები, ტვინს გაუხვრეტდა.

image

image

13. სტატისტიკურად, ყოველ ადამიანზე, 1 მილიონი ჭიანჭველა მოდის.

imageimage14. ხამანწკები სქესს იმის მიხედვით იცვლიან, რომელი სქესიც უკეთესია, იმ მომენტში, შეჯვარებისთვის.

imageimage15. პეპელას თვალში 1000-ზე მეტი ლინზა აქვს.

imageimage16. ხვლიკს მოწყვეტილი კუდი ეზრდება, ხოლო ლოკოკინას – თვალი.

imageimage17. კუების გარჩევა ხმით შეიძლება: მამლები ღრუტუნებენ, დედლები სისინებენ.

imageimage18. ჟირაფს ხმის იოგები არ აქვს.

imageimage19. ტყეებში, ყოველი მეათე ხე ციყვების დარგული არის (უფრო სწორედ, დათესილი). ისინი ხის ნაყოფს აქეთ-იქით მალავენ, მერე კი ავიწყდებათ ადგილი.

imageimage20. კუზიანი ვეშაპი ყველაზე ხმამაღალ ბგერებს გამოსცემს დედამიწაზე.

imageimage21. ძაღლის ცხვირის ანაბეჭდი ისეთივე განუმეორებელია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები.

imageimage22. ზღვის ცხენის გადაადგილების სიჩქარე 0.01 კმ/სთ-ია.

imageimage23. ღორებს აქვთ საკუთარი ენა. მეცნიერებმა დაადგინეს 20 სტანდარტული ბგერა, რომლითაც ისინი სურვილებს და ემოციებს გამოხატავენ.

imageimage24. ფრანგული პუდელი, სინამდვილეში გერმანულია.

imageimage25. კოლიბრი — ერთადერთი ფრინველია, რომელსაც უკან-უკან ფრენა შეუძლია.

imageimage

26. ტარაკანი თავის გარეშე 9 დღე ცოცხლობს, შემდეგ კი შიმშილით კვდება.

image

image

27. კოალა თავის შვილს ძილშიც კი იცავს.

image

image

28. ლეკვები ადამიანს სახეს იმიტომ ულოკავენ, რომ საჭმელს ეძებენ.

image

image

29. ყველაზე დიდი ხოჭო დედამიწაზე, ხოჭო გოლიათია (ლათ. Goliathus). მისი სიგრძე 11 სმ. შეიძლება იყოს.

image

image

30. ლოკოკინას შეუძლია დანის ბასრ პირზე ისე გაცურდეს, რომ არ დაიჭრას. მას ხიფათისგან ნერწყვი იცავს, რომელსაც სრიალის დროს გამოყოფს.

image

3
1412
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1412
  
2016, 22 თებერვალი, 12:46
7. ნიანგის ყველაზე სუსტი ადგილი თვალი არის. იმ შემთხვევაში, თუ ის თავს დაესხა ადამიანს და კბენს, საკმარისია თვალზე დაჭერა და მაშინვე უკან იხევს. <<<< თუ გაგახსენდა კი :))) :)))
2016, 22 თებერვალი, 12:39
ასებობს კიდე მფრინსვი ციყვი ;)
2016, 16 იანვარი, 17:20
კარგი სტატიაა! მიყვარს ცხოველების სტატიები.
0 1 3