x
image
ციცი
Mediator image
ნიკა გვარამია-"დამცირებაა სამჯერ გაძვირებულ სიგარეტის ფასებზე ხორხოცი..."
image
ნიკა გვარამია საგრძნობლად გაზრდილ თამბაქოს ფასებს სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმიანება და იგი მიმართავს იმ ფეისბუქელ "ფრენდებს", რომლებიც სამჯერ გაძვირებულ სიგარეტის ფასებზე ხორხოცობენ:

"მძულს გადაჭარბებული ანტინიკოტინური ყველაფერი, საბოლოოდ მწეველთა უფლებების შეზღუდვაში და ზოგჯერ მათ დამცირებაში რომ გადადის!
დამცირებაა გაზის კამერასავით გაბუღული აკვარიუმები აეროპორტებში, დამცირებაა თბილი რესტორნიდან გაყინულ ქუჩაში გაგდება მოსაწევად, დამცირებაა სამჯერ გაძვირებულ სიგარეტის ფასებზე ხორხოცი ფეისბუქის ფრენდების მხრიდან!
მე არ მიყვარს, როცა სხვებს ამცირებენ, მით უფრო, მე. ამიტომ, სადაც წაგასწრებთ, იქ დაგაანფრენდებთ.
p.s. ერთ დღესაც ყავა რომ აღმოჩნდეს მავნებელი და მისი სუნიც პასიური მყნოსველებისთვის, მერე მაინტერესებს, ვინ როგორ იხუმრებს ყავის მსმელებისთვის რეზერვაციებს რომ მოაწყობენ საჯარო სივრცეში..."image

მის სტატუსს მისი ფეისბუქელი მეგობრები გამოეხმაურნენ:

"რაც არ უნდა მძიმე იყოს მოსასმენად ჩემი ზოგიერთი თანამემამულისთვის გეტყვით, რომ რუსები მენტალურად უფრო ახლოს დგანან ევროპელებთან, ვიდრე ჩვენ კავკასიელები. ფრაზა-მე ვარ ქართველი მაშასადამე ვარ ევროპელი, არის სრული აფსურდი და დებილიზმი! ბანალური, მაგრამ მარტივი და პრიმიტიული მიზეზების გამო. მოსკოვში ტაქსისტი არ გაგუდავს სიგარეტის კვამლით, მანქანის სალონიც სუფთაა, ყველა იცავს რიგს, მომსახურების სერვისი გაცილებით კარგია ვიდრე ჩვენთან, მიმტანთან ყვირილი და ერთი საათი ლოდინი არ გიწევს, ყველა გამყიდველი გაღიმებულია და თავს არავინ გამადლის.... აბა, რა გითხრათ კიდე..."


"მწეველთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია უნდა შევქმნა."

"ზომიერებაა საჭირო ყველაფერში, ზოგი ღერს ღერზე ეწევა, ნუთუ სიამოვნებთ ამდენი მოწევა. მეც ვეწევი, მაგრამ ერთი კოლოფიმინდა ორი დღე მყოფნის. როცა მსიამოვნებს საკვების მიღების შემდეგ ვეწევი, სახლში ბუხარში ან აივანზე ვაბოლებ. ოფისში კი კომპიუტერს, რომ ჩავრთავ, ყავას დავლევ და ფიქრს დავიწყებ, ფული რა გზით ვიშოვო დღეს, მაშინ რომ არ მოვწიო გავგიჟდები ნერვიულიბით. ასი ლარიც რომ ღირდეს ვერ გადავეჩვევი."

" თქვენ გჯერათ, რომ ამ ადამიანებს (ფეხმძიმეს და ბავშვებს ცხვირში რომ უფუილებენ) სიგარეტის მოწევის პრობლემა აქვთ და გაძვირება უშველით?! "

" ყველაფერი გაძვირდა და სიგარეტის გაძვირების პრობლემა რა მოსატანია იმასთან, რაც არამწეველებს დამართა ამ ჟრიამულმა.
ტეხავს ამხანაგებო, ძალიან ტეხავს!
იაფი სიგარეტი-იშოვება, დაკარგული სახე-არა..."image

1
426
3-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
426
  
2016, 4 იანვარი, 16:59
მართლა უნბდამუსობაა ჩვენს ქვეყანაში მწეველებისგან წუწუნი. უმეტეს შემთხვევაში არა გამოყოფილი არამწეველთა ადგილი, რაც აუცილებელია ჩემი აზრით. შევედი რესტორანში და სადაც მიმითითა მიმტანმა იქ დავჯექი მაგ მხრივ პრეტენზიები არ მაქვს ხოლმე, ვიფიქრე ასეა საჭიროთქო, ბოლმა რომ შემაწუხა ვკითხე არამწეველთა ადგილი ცალკე რატომ არ გაქვთთქო და როგორ არა გვაქვსო, მაგრამ არ შემოგვთავაზა. დაბალი დოენა ამ მხრივ, თუ ადამიანი იმას ვერ ხვდება რომ თავისი მავნე ჩვევით სხვის ჯანმრთელობას აზიანებს ეს მის დეგრადირებულ გონებაზე მიუთითებს და კი სწორედაც რომ ასეთ დისკომფორტში უნდა იყვნენ ისინი ვისაც არ ადარდებთ გარშემომყოფთა ჯანმრთელობა და მერე რაიმეზე პრეტენზიას გამოთქვამენ...
0 1 1