x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134422
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508502
ცნობილების ახალი წელი
image
ახალი წელი ყოველთვის მხიარულებასთან და სასიამოვნო დასვენებასთან ასოცირდება. ცნობილი ადამიანები კი საყოველთაო ყურადღების ცენტრში არიან მოქცეულნი. ასეა დღესაც. სად და ვისთან ერთად გაატარეს ახალი წელი? ამაზე ჩვენი ფოტოკოლაჟი მოგიყვებათ:

imageimageნინი ბადურაშვილმა ახალი წელი მთელ საქართველოს და მეგობრებს ბათუმიდან მიულოცა და თოვლიან ქუჩებში კარგადაც იხალისა, ამას მისი მხიარული ფოტოების ცხადყოფს.

image
თიკა ჯამბურიამ ოჯახურ წრეში აღნიშნა 2016-ის შემობრძანება და თოვლის ბაბუასთან სურათიც გადაიღო. იმედია, მთელი წელი ჭკვიანი გოგო იყო და საჩუქარიც დაიმსახურა.

imageimage

ანრი ჯოხაძე 2016 წლის პირველი ფოტოთი გვანებივრებს, რომელიც ოჯახურ წრეშია გადაღებული, მერე კი ბედობას ბათუმიდან, ახალგაღვიძებული, ჯერ ისევ საწოლიდან გვილოცავს.



image
ნანუკა ჟორჟოლიანი საახალწლოდ თავის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ნაძვისხესთან აქვს გადაღებული. მოგვიანებით კი გიგი უგულავას ფოტოს და ახალ წელს ულოცავს, დღეს კი ბედობას გვილოცავს: "ბედობაა დღესო:) ხოდა, მინდა დაგებედოთ . ამიტომაც ვპოსტავ! :))

მე ის ადამიანები მებედებიან, რომლებიც ძაან მიყვარს. იგივე მინდა გისურვოთ თქვენც. ნაკლები პრობლემა, ნაკლები დარდი, მეტი სილაღე, სიხალისე და ბედნიერება თქვენ 2016 ში!"

image

image



ქრისტინე იმედაძე ახალ წელს გურჯაანში, ამბასადორ კაჭრეთში შეხვდა და თოვლში გადაღებული სურათებიც გამოაქვეყნა


image
ლელა წურწუმია ახალ წელს მაიმუნის სურათით გვანებივრებს და გვილოცავს მის დადგომას: "გილოცავთ ახალ წელს იღბლიანი და წარმატებული, ბედნიერებისა და მშვიდობის. მომტანი ყოფილიყოს ეს წელი. ყოველი ახალი წლის დადგომა ახალ იმედებთან და უკეთესი მომავლის სურვილთან არის დაკავშირებული გისურვებთ სიკეთეს, მშვიდობას, და უკეთეს მომავალს!" –დღეს კი ბედობას გვილოცავს.

image
ეს კი მამულიჩას ფოტოა.

image
ნინა წკრიალაშვილი შეუდარებელი იყო ფიფქიას ფორმაში და ყველას სურვილების ასრულებას უსურვებს: "gilotsavt yvelas!!! survilebis asrulebis tseli iyos!!!!!❤❤❤

0
212
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0