x
image
Lerato
ვინ არიან გეიშები?

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ისინი არ არიან მეძავები, სექსუალურ მომსახურეობას კი ეწევიან ისინი, ვინც ვერ შეძლო გეიშას პროფესიას დაუფლებოდა შესაფერის დონეზე.


image
პირველად გეიშები გამოჩნდენენ 17-ე საუკუნეში და ისინი მამაკაცები იყვნენ. თავდაპირველად მათ მოვალეობაში შედიოდა საროსკიპოებში კლიენტურის გართობა უხამსი ხუმრობებით. მაგრამ 18-ე საუკუნის ბოლოს, ეს ნიშა მტკიცედ დაიკავეს ქალებმა. მათი მოვალეობები და შესაბამისად სტატუსიც გაიზარდა. ამჯერად გეიშას კლიენტი უნდა გაერთო სიმღერით, ცეკვით, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრით, მაგიდის თამაშებითა და მახვილგონივრული საუბრებით.


image
გეიშებმა პოპულარობის პიკს 19-ე საუკუნის შუა წლებში მიაღწიეს. იმ დროს, ისინი არა მხოლოდ წვეულებების განუყოფელ ნაწილად იქცნენ, არამედ პოეტების და მხატვრების მუზებადაც. ამასთან, გეიშები ფლობდნენ უფრო მეტ ეკონომიურ და სოციალურ თავისუფლებას, ვიდრე გათხოვილი ქალები.


image


მათი ცხოვრება ერთი შეხედვით მიმზიდველად გამოიყურება – სავსე ლამაზი ცერემონიებით, თუმცა სწავლის პროცესი იმ გოგონათათვის, რომელთაც გეიშას პროფესია აირჩიეს, არის ხანგრძლივი და დამქანცველი. გეიშებად უფრო ხშირად ხდებოდნენ ღარიბი ოჯახის ბავშვები, რომელთაც მშობლები ყიდდნენ. გოგონა უნდა გადასულიყო საცხოვრებლად გეიშების სახლში – ოკიაში, სადაც თავდაპირველად ის ასრულებდა მოსამსახურის მოვალეობას: სახლს ალაგებდა, სადილს ამზადებდა, რეცხავდა... შემდეგ ის ხდებოდა რომელიმე გეიშას უმცროსი და. ის კი ეხმარებოდა პროფესიის დაუფლებაში. უხსნიდა რომელი კიმანო უნდა ჩაეცვა ამა თუ იმ შემთხვევაში, ასწავლიდა მანერებსა და ეტიკეტს. ასევე გეიშები ესწრებოდნენ მუსიკისა და ცეკვის გაკვეთილებს. იმისათვის რომ ვიქტორიანული ინგლისის პროგრსისთვის ფეხი აეწყოთ, გეიშებს ასწავლიდნენ კერვას და საბუღალტრო საქმეს. ამით ისინი შეძლებდნენ სხვა რამით დაკავებულიყვნენ, მას შემდეგ რაც პროფესიას დატოვებდნენ.

image


თანამედროვე იაპონიაში გეიშები არ გაუჩინარებულან, თუმცა მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. მათ მომსახურებას მიმართავენ მაშინ, როდესაც ოფიციალურ სტუმრებს იღებენ სხვადასხვა ქვეყნებიდან, იმისათვის რომ სტუმრებმა ძველი იაპონიის სული შეიგრძნონ.

image

4
696
12-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
696
  
2015, 30 დეკემბერი, 1:56
მადლობა, ნინი
2015, 29 დეკემბერი, 23:43
მაგარიაა )
2015, 29 დეკემბერი, 15:33
ნანუშკი
2015, 29 დეკემბერი, 15:27
მოვიტაცე შენი სტატია :)
0 1 4