x
image
Lerato
მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო კაფე-ბარები – ნამდვილად გაოცდებით

კაფე Dinner in the Sky – (ბრიუსელი, ბელგია) – ვისაც გიყვართ საკვების მიღება სუფთა ჰაერზე, ნამდვილად მოგეწონებათ ეს კაფე, იმიტომ რომ ყველა მხრიდან ჰაერით იქნებით გარემოცული. თქვენ მოგიწევთ ისადილოთ მაგიდასთან, რომელიც ამწე კრანით 50 მეტრის სიმაღლეზეა დაკიდებული.


imageimageimage
კაფე-ბარი Big Baobab Bar – (ლიმპოპო, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) – იმაზე კარგი რა უნდა იყოს, რომ ერთი-ორი ჭიქა გამაგრილებელი სასმელი დალიო დიდი ხის ჩრდილქვეშ. უფრო სწორედ, თავად ამ ხეში. ეს კაფე მდებარეობს გიგანტური ბაობაბის შიგნით, რომელიც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სიმბოლოა. ის დაახლოებით 6000 წლისაა, მისი გარშემოწერილობა კი – 47 მეტრია.


imageimageimage


კაფე Red Sea Star – (ისრაელი) – იმაზე უკეთესი რომ სიცხეს ხის ჩრდილქვეშ დაემალო, წყლის ქვეშ ჩასვლაა. ზუსტად რომ წყლის ქვეშ, წითელი ზღვის ფსკერზე მდებარეობს კაფე Red Sea Star. უფრო მეტი ინფორმაციისთვის, გეტყვით რომ ის ერთდროულად ზღვის ზედაპირზეცაა და ასევე 5 მეტრით ქვემოთ წყალში. ასე რომ, თითოეულ სტუმარს შეუძლია თავად აირჩიოს სად უნდა დაჯდომა.

imageimageimageimage


კაფე-ბარი Museum HR Giger Bar – (გრიუგერი, შვეიცარია) – ეს კაფე განსაკუთრებით ყველა იმ ვიზიტორს გაახარებს, ვინც "უცხოს" სერიის ფილმების თაყვანიმცემელია, ფაქტიურად, ეს არის მხატვარ HR Giger -ის შემოქმედების მუზეუმი, რომელიც მისი შეუცვლელი დიზაინერი იყო. მთელი ეს გაფორმება შესრულებულია ადამიანის სხეულის სხვადასხვა სტილიზებული ძვლების მსგავსი ფორმებით.


imageimageimageimage


კაფე Bollesje – (რუდესჰაიმი, გერმანია) – მდებარეობს ყოფილი ციხის ტერიტორიაზე და ბუნებრივია, მისი დიზაინიც შესაბამის სტილშია. სანამ დარბაზში შეხვალთ, თითის ანაბეჭდები უნდა ჩააბაროთ და მოუსმინოთ ქცევის წესებს. მთლიანობაში, ციხის შთაბეჭდილებას შეგიქმნით მხოლოდ დეკორი და მსჯავრდებულთა პატარა ქუდები. ამიტომ ნუ იფიქრებთ, რომ ციხის წვნიანის ჭამა თუნუქის ჯამიდან მოგიწევთ. მენიუ აქ საკმაოდ კარგი აქვთ.


imageimage


image


Le Café Des Chats (საფრანგეთი) – ამ პარიზული კაფეს მთავარ განსაკუთრებულობას

"კატა თერაპი" მდგომარეობს. სანამ ისვენებთ ან მიირთმევთ, თქვენს ირგვლივ კატები დასეირნობენ. შეგიძლიათ მოეფეროთ, ითამაშოთ და იურთიერთოთ მათთან. გარდა ამ ფუმფულა არსებებისა (ცხოველთა თავშესაფარიდან გამოყვანილი და ვეტერინარის მიერ შემოწმებული) ეს დაწესებულება არაფრით განსხვავდება სხვა კაფეებისგან – ინტერიერი და მენიუ სტანდარტულია. მართალია, Le Café Des Chats არც თუ ისე დიდი ხნის წინ გაიხსნა, ის უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს – მაგიდებს ერთი თვით ადრე ჯავშნიან. მსგავსი ტიპის დაწესებულებებს აღმოაჩენთ ლონდონსა და საქტ- პეტერბურგში.


image

image

imageimage


The Brandy Library (ნიუ-იორკი) კითხვაზე: "ბიბლიოთეკას ხომ ვერ მიმასწავლით" პასუხი – "რა დროს ბიბლიოთეკაა ღამის 3 საათზე, " ნამდვილად შესაფერისი არ იქნება, თუ ნიუ-იორკში იმყოფებით, რადგან სწორედ აქ არის მსგავსი ტიპი დაწესებულება იტელექტუალური ბარის სახელწოდებით. თუმცა აქ წიგნების ნაცვლად, ეტიკეტებს კითხულობენ და ახალი სიტყვების ნაცვლად, სასმელის დასახელებას სწავლობენ. ბარის ინტერიერი, სახელიდან გამომდინარე, ბიბლიოთეკის სტილშია გადაწყვეტილი, მაგრამ თაროებზე აღმოაჩენთ არა წიგნებს, არამედ 1000-მდე დასახელების ბრენდს, ვისკის, რომს, კონიაკს და ლიქიორს. სურათს ავსებს ჟაზის საღამოები, რომელიც ინტერიერთან ერთად სტუმრებს ძველი ნიუ-იორკის ატმოსფეროს უქმნის. ეს ბარი განსაკუთრებით პოპულარული გახდა ტურისტებისთვის, რომლებიც ამერიკულ მეგაპოლისს სტუმრობენ.


imageimageimageimage

3
594
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
594
  
2016, 15 იანვარი, 19:31
მადლობა, დავით! მაგდენ წვალებას სჯობს არ მოგინდეს :))) თან, ყველას ცალ-ცალკე რომ მოუნდეს, როგორი კატაობა გამოუვათ :)
2016, 15 იანვარი, 19:16
პირველი და მესამე და მეოთხეც ძაან მაგარიაა. მაგრამ პირველზე უნდა ვთქვა გავლა რო მოგინდეს ეგ როგორ იქნება?!!?!?!? "კრანოვშჩიკს" უნდა დაუყვირო-ერთი "მაინა" გააკეთე თუ ძმა ხარ! დაბრუნდები მერე "ვირას" დაუძახებ (დაშვება აწევას ნიშნავს ეგ სიტყვები) კარგი სტატიაა .
2015, 25 დეკემბერი, 16:53
აუ რა მაგარია
0 1 3