x
image
ეკო 28
არსებობს ქვეყანა,სადაც ციხეში ჩაგსვამენ სანტა -კლაუსის ქუდის ტარებისთვის
image


'' სანამ მსოფლიოს დიდი ნაწილი შობისთვის ემზადება, ერთ-ერთ ქვეყანაში მოსახლეობას ციხე ელოდება ამ დღესასწაულისთვის.''-იუწყება ადამ ტეილორი ვაშინგტონ პოსტში.


''ამ ქვეყანაში-ანკლავაში, სამხრეთაზიურ კუნძულ ბორნეოზე, რომელსაც ყოველი მხრიდან მალაიზია ესაზღვრება, -ცხოვრობს 430 ათას კაცზე ნაკლები.მათი 78% მუსულმანია-ნათქვამია სტატიაში.-გასული წლის ბოლოს რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მუსულმანებს ეკრძალებათ ტრადიციულ ქრისტიანულ დღესასწაულებში მონაწილეობა და ''სანტასნაირი ქუდისა და ტანსაცმლის'' ტარება ჩაითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად.''


''შარიათზე დაფუძნებული ბრუნეას სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ნებისმიერი მუსულმანი, რომელიც ასრულებს არაისლამურ რიტუალს, ემუქრება ჯარიმა 15 ათასი დოლარიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთამდე.თუმცა, ქრისტიანებს არ ეკრძალებათ ოჯახურ წრეში ზეიმი.მათ აფრთხილებენ, რომ თავიანთ ქრისტიანულ რიტუალებს მუსულმანებთან არ გაუკეთონ დემონსტრირება.''


image

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აკრძალვა ამ წელსაც რჩება ძალაში.ადგილობრივი გაზეთი ბორნეო ბიულეტენი იტყობინება, რომ იმამმა გააფრთხილა თავისი მრევლი, თუ რითაა საშიში მათთვის შობის დღესასწაული.


0
150
6-ს მოსწონს
ავტორი:ეკო 28
ეკო 28
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0