საზოგადოება "საყვარელი ძიძა რომ მოუხსნა დაბადების დღეზე, არ ეწყინა ნეტავ ბერას?"-როგორ ეხმიანებიან ცნობილი ქართველები სოციალურ ქსელში ღარიბაშვილის გადადგომას-"ყველაზე სამარცხვინო პრემიერი დაგვემშვიდობა." 2015, 24 დეკემბერი, 15:12 სოციალურ ქსელში ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ცნობილი ქართველები ეხმიანებიან. ყველაზე აქტიური, როგორც ყოველთვის ნანუკა ჟორჟოლიანია. ორი დღეა მის კედელზე მუდმივად იწერება სტატუსი ამ საკითხთან დაკავშირებით: "ვნერვიულობ თავს ქვევით როგორ დაწევს, ნამეტანი აბზეკილი ჰქონდა ცხვირი." "ბერას დაბადების დღე ყოფილა დღეს, რომელსაც ვულოცავ, მაგრამ მამამ, რომ " "ნეტავ რატომ მოხსნა. მოხსნაცაა და მოხსნაც. პარტიაში გადაიყვანა. ქვების დატრიალება თუ გვიშველის ეხლა. აი ზოლიანი რომ ყოფილა ის ქვა გვინდა. ლალი მოროშკინა: ""ძვირფასო" ნაციონალებო, მათო ნარჩენებო, მიშას პირადო ე.წ. ჟურნალისტებო, უმცირესობის კრიმინალ-დეპუტატებო, ჯერ არ დასჯილო ყოფილო ნაც. ჩინოვნიკებო... ისეთი ამბავი გელით, ის დროა მოასწროთ და 2016 წლამდე ჩვეულებისამებრ წითელ ხიდამდე მიირბინოთ... მერე არ მითხრათ, რატომ არ გაგვაფრთხილეო..." "ირაკლი ღარიბაშვილო და ნანუკა თამაზაშვილო- შვილებთან ერთად გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და წინსვლას! არ დაუჯეროთ მეგობრად შეფერილ მტრებს და მხდალ ოპონენტებს... სულ ესაა..." ჟურნალისტი ელისო კილაძე: "სამი "დამოუკიდებელი"და"ზეპარტიული გაზეთი ( "საქართველოს რესპუბლიკა", "საერთო გაზეთი "და "ასავალ-დასავალი " ) მებრძოდა მხოლოდ იმიტომ, რომ პრემიერს ვაკრიტიკებდი. ნეტა რატომ?!" "ცვლილებების დროა ! სამთავრობო ცვლილებები გაგრძელდება-მინისტრები, გუბერნატორები, თბილისის მერია... იქნება ხმაურიანი დაჭერები. ანაკონდას ეფექტი !!!" თამუნა მუსერიძე: "ვინც ესე შტერულად ხართ აღადავებული იმ საკითხზე, რომ წარმოდგენა არ მქონდა ღარიბაშვილი გადადგა, თუ გადმოდგა, გეტყვით, რომ ღარიბაშვილის ბრიფინგი კი არა, (გარკვეული მიზეზების გამო), დედაჩემი არ მინახავს ერთი კვირაა. მაგრამ არაუშავს, ზეგიდან მოგხედავთ..." თამარა ჩარგოლეიშვილი: "ისე რა სამარცხვინოდაც იყო, ისე სამარცხვინოდ წავიდა: - სამჯერ გადადო ბრიფინგი; - ჟურნალისტები არ შეუშვა; - ჩანაწერი გაავრცელა; - ვერ თქვა რატომ წავიდა (მანამდე ამტკიცებდა ყველაფერი ძალიან კარგად არისო)... მოკლედ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო პრემიერი დაგვემშვიდობა. თუ კვირიკაშვილმა ჩაანაცვლა, ბიძინას მიზნები გასაგები იქნება - ისეთი ტიპი ჭირდება პრემიერად, რომელსაც მოლაპარაკება შეუძლია ოპოზიციასთან." ნიკა გვარამია: "დღევანდელი დღის ნაგვიანევი დასკვნები: კარგია - რომ ღარიბაშვილი, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე უუნარო მთავრობის ყველაზე უუნარო პრემიერი აღმასრულებელ ხელისუფლებას აღარ ხელმძღვანელობს; ცუდია - რომ მისი გამგრძელებელი არაფრით უკეთესი არ იქნება და წინამორბედივით მხოლოდ იმას იზამს, რასაც მანიაკი ოლიგარქი დაავალებს; უარესია - რომ ქვეყნის პრემიერი "გადადგა" ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით და ხელისუფლების წყარო, კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ, ხალხი კი არ არის, ერთი საეჭვო რეპუტაციის და გონებრივი შესაძლებლობების ოლიგარქია." 433 2-ს მოსწონს 1-ს არა
|