x
image
natia.a
"ბიჭი ჩასაყლაპი გარეგნობის ნაძირალა, გოგო კი..." - რა სცენას შეესწრო იუნა შაფათავა დედაენის ბაღში
imageქართველი საზოგადოებისთვის სკანდალურ ქალბატონად ცნობილი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. ამჯერად მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მოყვა, როგორ შეესწრო დედაენის ბაღში ვარჯიშის დროს ძალადობის სცენას და გამოესარჩლა გოგოს, რომელსაც ბიჭი ხან გულში იკრავდა, ხან კი სცემდა. მისივე აზრით, ამ პრობლემას საზოგადოებამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს და აქტიურად ებრძოლოს.


„დღეს საღამოს, დედაენის ბაღში, სირბილის შემდეგ რომ გაწელვებს და მცირე ვარჯიშებს ვაკეთებდი, ჩემი სავარჯიშოდ ამოჩემებული ადგილის ცოტა მოშორებით, გოგო და ბიჭი ჩხუბობდნენ. ყურებში მუსიკა მქონდა და ბიჭი ისე კიოდა, კივილი რომ გავიგე, გავიხედე. დავაკვირდი, აფექტი აღმავალ-დაღმავალი იყო, ხან უყვიროდა ხელებს უთხრიდა ამ გოგოს სახეში, ხან წყნარად ეჯდა ჩახუტებული. ასე 20 წუთი იყო გასული, ბოლო პლანკს ვაკეთებდი, რომ გავიგე ისევ კივილი და დავინახე, სკამიდან გადმოაგდო ეს გოგო და ისევ ჩვარივით მიაგდო, ქვაფენილიდან უხეშ სკამზე.


გავბრაზდი, ამოვუნთქე რომ არ მეღრიალა მოძალადისთვის და მივედი-იუნა შაფათავა ვარ, ვუთხარი (ვერ მიცნობს მამაზეციერი სავარჯიშო ფორმაში) და ნახევარი საათია შენ ისტერიკას ვუყურებ, რა უფლებით სცემ ამ გოგოს მეთქი? უნდობლად შემომხედა გიჟის თვალებით, მომსინჯა, რამდენად შემაშინებდა.ქალბატონო, თქვენი საქმე არ არის, ნუ ერევითო. სახეზე დამეტყო ალბათ გაცოფება ეგრევე დაუწყნარდა გიჟის გამომეტყველება და რას ნიშნავს ნუ ერევი მეთქი? ვინ მოგცა უფლება, რომ სცემ? დაცვას დავუძახებ ახლავე, და პატრულსაც, თუ წესიერად არ მოიქცევი -თვალების გუგები იმხელა ჰქონდა, თვალის ფერი აღარ უჩანდა- ნახე რა კაიფში ხარ? სანამ მე აქ ვარ, ამ გოგოს ხელს არ დააკარებ, დაეგდე ახლავე ლაწირაკო მეთქი, სანამ პატრული არ გამოვიძახე და წესიერად მოექეცი ამ გოგოს, რომ წავალ გინდ მტკვარში გადამხტარხარ. ქუჩაში ხარ, შენს სახლში არა. ამ დროს ბიჭზე არანაკლებად მძიმე კაიფში მყოფმა გოგომ ძლივს აწია თავი - ენა არ უტრიალდებოდა- დიდი ბოდიში, ნუ ერევით, დიდი მადლობაო...


შევხედე. შავგვრემანი, თხელი, ძალიან სიმპათიური სახე, რომ არ დაგავიწყდება, ისეთი და უგონოდ კაიფში...სინანულისგან ტუჩზე ვიკბინე, მაგრამ მაინც ვუთხარი: შენ კიდევ, რა გაგჭირდა ასეთი, მსოფლიოში მილიონი კაცია, ამის ცემას რომ უთმენ, წადი, მიხედე შენს თავს მეთქი. დამოუკიდებელი ადამიანი ხარ, რატომ აძლევ ამას ამდენის უფლებას? სახეზე აზრი დაეტყო, თავი დაიქნია და არაფერი თქვა. არასრულწლოვანები იყვნენ ორივე, ბიჭი კიდევ ერთხელ თითი დავუქნიე უკვე პატრულით შეშინებულ ბიჭს, არაფრით რომ არ მთხრა, რამდენი წლისაა..გოგო უკვე სრულყოფილი ქალი იყო, მერე რა რომ პატარა და ბიჭი კი, ეჭვიაობის სცენის დროს აქეთ იქით ხელების ქნევით თავში რტყმევით, აგიჟებდა...



გავეცალე, ბოლო პლანკი დავასრულე, ხელხემალი გავხსენი და წავედი.გავხედე-ბიჭი თავჩაქინდრული იჯდა, გოგოს გვერდით, ხმას აღარ იღებდა.გოგო კი ისეთ კაიფში იყო, არც ბიჭი ახსოვდა, არც ძვლებამდე ჩამწვდომ ქარს გრძნობდა... არადა ბაღში კაცებიც იყვნენ და შორიდან, უყურებდნენ ამათ...ვიფიქრე - ჩემზე ძალადობის დროს, იუნა შაფათავა, თავისი გათახსირებული ქალის სახელით რომ მოსულიყო ჩემთან და ჩემი მოძალადე ისე გაეთათხა, მაგის ლაწირაკი ბოიფრენდი რომ გავთათხე და თითი ვუქნიე- კი, მივეცი თავს ყველანაირი ფსიქოლოგიური ხერხის ნება!-მაშინ, შეიძლება, ჩემი ახალგაზრდობა სულ სხვანაირად წარმართულიყო.


რა ვიცი, შეისმინა ამ ლამაზმა გოგომ, რაც ვუთხარი? კაიფისგან მთვრალი, მიხვდა რამეს? რა ვიცი...მე ვიცი ის, რომ ჩვენს გვერდით, ძალადობა არ წყდება და მსხვერპლის არჩევანი ხშირად-თვითგანადგურებაა.მე კი, ჩემი დედანატირები ახალგაზრდობის და ძალადობას შეწირული გარეგნობის ხსოვნით, არსად გავახარებ თუ შევესწარი ფაქტს, შორიდან, როგორც მე მიყურებდნენ და ეშინოდათ, ვერაფერს ბედავდნენ და როგორც დღეს ამათ, ვეღარ ვუყურებ ურეაქციოდ, ვინც და რაც არ უნდა თქვას.


საზოგადოება თუ მხოლოდ შედეგზე ითბობს ჭორებით ხელებს, პასუხისმგებლობა ფაქტის დროს უნდა იგრძნოს და სცადოს დახმარება, როგორც მსხვერპლის, ასევე მოძალადის.არ მინდოდა ამის დაწერა, მაგრამ ...არ გიყვართ რუსები და ამერიკელები თუმცა მათი მდგომა სწორია: ჩარევის გარეშე ეგრევე პატრულს უძახიან, ხმაურზე და ხშირად, ფატალურ შედეგს აცილებენ მსხერპლს თავიდან. ჩვენთან კი...შორიდან დგანან, უცქერენ ურეაქციოდ და ჭორაობენ. პოლიციის გამოძახება ხომ "ჩამშვებობაა" ან, მეორე ვარიანტი -რა ჩვენი საქმეა...მე კი ვფიქრობ, თუ კარგად არიან -კარგად იყვნენ, რა ჩვენი საქმეა, მაგრამ თუ ცუდად-უნდა დავეხმაროთ.


არა ძალადობას. არა ფიზიკურს არა მორალურს. ჩვენ ჯანსაღი ბავშვები უნდა გავზარდოთ და ეს თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობსა.სწორედ ამიტომ დავწერე მე ჩემი წიგნი, დედა რომ მაგინა ამ ნაგავმა საზოგადოებამ -ღირსი იყო, იმიტომ გააუპატიურესო. კი, მე არ შემრცხვა ჩემი გამანადგურებელი გამოცდილების მოყოლა, როგორც გაუპატიურებაზე, როგორც ბავშვის დაკარგვაზე, როგორც ნარკოტიკებზე, როგორც მამაკაცებზე და მათთან გართობის ნეგატიურ შედგებზე. იცით, რატომ? იმიტომ, რომ მე ეს ყველაფერი ვჭამე და ყელში მომადგა, ნამდვილად არ მინდა, ხვალ ლამაზი პატარა გოგო ისევ ვიღაც ნაძირალას ლუკმა გახდეს. რაც გინდათ თქვით- გინდ იჭორავეთ, გინდ მაგინეთ-მოძალადე თქვენს შორისაა, აი ის, თქვენ, თქვენ, ლამაზად ჩაცმული, მიხატული თვალებით, ყურებით და უსულო გულით, ურეაქციოდ რომ ატარებთ სხვის უბედურებას, რომელიც ერთხელ და თქვენს ოჯახშიც მოხდება, თუ სხვისი ტკივილი "თქვენი საქმე არ არის". მე - ვერ გავატარებ. არა ძალადობას!!!!!!!!" – წერს იუნა საკუთარ გვერდზე.


0
982
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
982
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0