x
მეტი
  • 06.02.2023
  • სტატია:125461
  • ვიდეო:355945
  • სურათი:498370
როგორ და რომელი მაიონეზი ავირჩიოთ - ტესტირების შედეგები
image
მაიონეზი
- შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის იგი ჩვენში ყველაზე პოპულარული სოუსია, რომელსაც არა მხოლოდ სალათებისთვის, არამედ სენდვიჩებსა და ბუტერბროდებშიც იყენებენ. თუმცა, სამწუხაროდ სოუსი, რომელსაც ასე
მასიურად ვიყენებთ, ძალიან შორს არის იმ პროდუქტისაგან, რომელიც თითქმის 300 წლის წინ პირველად იქნა მომზადებული ალყაშემორტყმულ ქალაქ მაიონში.

რა არის წარმოებული მაიონეზი

image

ნამდვილი მაიონეზის მომზადება მხოლოდ სახლის პირობებში შეიძლება, თუმცა მათთვის, ვისაც სახლში მომზადებაზე დროის ხარჯვა არ სურს, მწარმოებლები მაიონეზის საოცრად ფართო არჩევანს სთავაზობენ. საწარმოო პირობებში ამგვარი
სოუსი მიიღება მცენარეული ცხიმების ემულგაციის გზით, კვერცხის, რძის პროდუქტებისა და სხვა სანელებლების დამატებით. მაიონეზი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც კვერცხს შეიცავს (მინიმუმ 1%). თუ შემადგენლობაში მხოლოდ ცხიმები, ემულგატორები და რძის პროდუქტებია, საქმე გვაქვს მხოლოდ მაიონეზის სოუსთან.


მაიონეზის სახეობები


პროვანსალი - ეს არის ტრადიციული მაიონეზის რეცეპტი. მდოგვის დამატების გამო იგი მეტად ცხადე და პიკანტურია. ეს საკმაოდ მაღალკალორიული პროდუქტია. ჩვეულებრივ, მისი ცხიმიანობა 67 % არის.


ზეთისხილის მაიონეზი უნდა მზადდებოდეს უმაღლესი ხარისხის ზეითუნის ზეთით. მაგრამ, ცხადია, მწარმოებლები თითქმის ყოველთვის ეკონომიას აკეთებენ და ამ საკმაოდ ძვირ ინგრედიენტს მზესუმზირის ზეთს ურევენ. ფორმალურად ეს არ არის დარღვევა, ზეითუნის ზეთი 2%-იც რომ იყოს, მაიონეზს შეიძლება ეწოდოს ზეთისხილის. თუმცა, რეალურად ეს მყიდველის შეცდომაში შეყვანა უფროა.



მაიონეზი სხვადასხვა დანამატებით ბაზარზე საკმაოდ ფართოდ არის წარმოდგენილი.
განსაკუთრებით გავრცელებულია მწვანილით გამდიდრებული მაიონეზი. უფრო მეტად
ბუნებირივი გემოს მისაღებად უმჯობესია ტრადიციულ მაიონეზს დიასახლისმა თავად
დაუმატოს სასურველი მწვანილი, თუმცა თუ მაინც წარმოებულის ყიდვა გირჩევნიათ, დარწმუნდით, რომ შემადგენლობაში ნამდვილად ბუნებირივი დანამატებია და არა მხოლოდ არომატიზატორები.


მსუბუქი მაიონეზი - როგორც წესი ასე ეწოდება მაიონეზის სოუსს ან დაბალკალორიულ მაიონეზს. თუმცა იმედი ნუ გექნებათ, რომ დაბალკალორიული მაიონეზი წონის დაკლებაში დაგეხმარებათ. ცხიმის მაგივრად მასში ამატებენ კრახმალს ან სხვა გამასქელებლებს, ასე რომ, საერთო კალორიულობა ძალიან უმნიშვნელოდ იკლებს, ნახშირწყლების შემცველობა კი იზრდება.


სამარხვო მაიონეზი სინამდვილეში არ არსებობს, რადგან ნამდვილი მაიონეზის შემადგენლობაში აუცილებლად უნდა იყოს კვერცხი. სამარხვო შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ მაიონეზის სოუსი.


როგორ ავირჩიოთ მაიონეზი
image

პირველ რიგში დარწმუნდით, რომ შემადგენლობაში შედის კვერცხის პროდუქტები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ მაიონეზის სოუსი იქნება.

ყურადღება მიაქციეთ ინგრედიენტთა კონკრეტიზაციას - უმჯობესია თუ მითითებული იქნება, მაგალითად არა მხოლოდ მცენარებული ცხიმი, არამედ კონკრეტულად ცხიმის სახეობა: მზესუმზირის, ზეითუნის და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ ძალილან სქელი მაიონეზი, სავარაუდოდ ამ კონსისტენციას კრახმალისა და სხვა გამასქელებლების ხარჯზე იღებს. ხოლო თუ მაიონეზი ზედმეტად თხევადია, ესე იგი მასში არ არის საკმარისი რაოდენობით ემულგატორები.

ნებისმიერი მაიონეზის კონსისტენცია უნდა იყოს ერთგვაროვანი. დასაშვებია მხოლოდ ჰაერის ბუშტუკების ერთეული რაოდენობა, მაგრამ თუ ისინი დიდი რაოდენობითაა, პროდუქტი, სავარაუდოდ, გაფუჭებულია.

მაიონეზის ფერი ერთგვაროვანი უნდა იყოს: თეთრი ან კრემისფერი. ზედმეტად ყვითელი შეფერილობა საღებავების გამოყენებაზე მიუთითებს.

მიუხედავად იმისა, რომ მაიონეზი ადვილად არ ფუჭდება, შენახვის პირობები და ვადები აუცილებლად უნდა იქნას დაცული. მაიონეზის რეალიზაციის ვადა დამოკიდებულია მის შენახვის პირობებზე. ამიტომ, მართალია, თანამედროვე შეფუთვის პირობებში აღნიშნული პროდუქტი +18 გრადუსშიც შეიძლება ინახებოდეს, მაგრამ უმჯობესია თუ მაცივარში შევინახავთ და შეძენის დროსაც მაცივრიდან ავიღებთ.


ტესტირება
image

ახლა კი შემოგთავაზებთ რამდენიმე წარმოების მაიონეზის ტესტირების შედეგებს. აღნიშნული ტესტირება ჩატარდა „როსკონტროლის“ მიერ და, შესაბამისად, ტესტირებული იქნა მხოლოდ რუსეთის სამომხმარებო ბაზარზე არსებული, 67%-იანი,
პოპულარული ბრედები. აქედან თითქმის ყველა საქართველოს ბაზარზეც გვხვდება, ამიტომ, შედეგები ალბათ ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება.

ტესტირების დროს შემოწმდა ოთხი კრიტერიუმი:

1. რამდენად უსაფრთხოა პროდუქტი;
2. რამდენად ნატურალურია პროდუქტი;
3. რამდენად სასარგებლოა პროდუქტი;
4. რამდენად გემრიელია პროდუქტი.

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მესამე კრიტერიუში ყველა ტესტირებულ პროდუქტს 100 ქულიდან 50 ქულაზე ნაკლები აღენიშნა, რაც იმსა ნიშნავს, რომ აქ წარმოდგენილი მაიონეზებიდან ვერც ერთი ვერ ჩაითვლება სასარგებლოდ. დანარჩენი კრიტერიუმები კი შემდეგნაირად გადანაწილდა:


1. მაიონეზი "Ряба" 67%


image

უსაფრთხო - 56; ნატურალური - 75, გემო - 85


2. მაიონეზი „Московский провансаль“, 67%
image

უსაფრთხო - 66; ნატურალური - 45, გემო - 87


3. "Солнечная линия" 67%

image

უსაფრთხო - 52; ნატურალური - 45, გემო - 82


4. მაიონეზი Calve 50%
image

უსაფრთხო - 58; ნატურალური - 60, გემო - 99


5. მაიონეზი "Слобода" 67%
image

უსაფრთხო - 67; ნატურალური - 80, გემო - 98


6. მაიონეზი Mr. Ricco 67%
image

უსაფრთხო - 57; ნატურალური - 60, გემო - 90



7. მაიონეზი "Скит" 67%
image

საკმაოდ სასიამოვნო შემადგენლობისა და კონსერვატნების არარსებობის გამო ამ ბრენდის მაიონეზი შეიძლეობდა ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე გასულიყო მოცემულ რეიტინგში. მაგრამ ლაბორატორიული კვლევის პროცესში მასში აღმოჩნდა კრახმალი, რომელიც ეტიკეტზე დატანილ შემადგენლობაში არ იყო მითითებული. ეს ფაქტი საკმაოდ სერიოზული დარღვევაა და შემადგენლობის ფალსიფიცირებას გულისხმობს.
ამიტომ აღნიშნული მაიონეზი რეიტინგს გამოეთიშა.

შეგახსენებთ, რომ მოცემული ტესტირება მხოლოდ რუსეთის ბაზარზე არსებულ სოუსებზე ჩატარდა და ეს არ ეხება ქართული მაიონეზის ბრენდებს.

0
3554
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
3554
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0