"თუ თქვენ ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, როგორიცა რამდენიმე კვირის წინ პარიზში მოხდა, თავს გარდაცვლილად ნუ მოაჩვენებთ."
ასეთ რჩევას შეიცავს ინსტრუქცია, რომელიც ბრიტანეთის ტეროტიზმთან ბრძოლის ეროვნულმა სამმართველომ (NaCTSO) გამოუშვა. ინსტრუქციაში ახსნილია თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი "სწრაფად განვითარებადი მოქმედებების დროს, როგორიცაა შეიარაღებბული თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღის ან ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით".
აღნიშნული რჩევა ემყარება პარიზში საკონცერტო დარბაზ Bataclan-ზე განხორციელებული ტრაქტისგან გადარჩენილი თვითმხილველების მონათხრობს. მაყურებლებისგან ზოგიერთმა დასისხლიანებულ სხეულებს შორის თავი გარდაცვლილად მოაჩვენა და ასე გადაურჩა სიკვდილს. მიუხედავად ამისა, NaCTSO მაინც გვაფრთხილებს:
"თუ თქვენ ხედავთ თავდამსხმელებს, მათაც შეუძლიათ თქვენი დანახვა".
ამიტომ თავის მომკვდარუნების მაგივრად ინსტრუქცია ტერაქტის ადგილზე აღმოჩენილ ადამიანებს შემდეგ მითითებებს აძლევს:
1. თუ შეგიძლიათ გაიქეცით.
2. აირჩიეთ ყველაზე უსაფრთხო ვარიანტი.
3. არის უსაფრთხო გზა? მაშინ გაიქეცით, თუ არა - დაიმალეთ.
4. იფიქრეთ, შეძლებთ თუ არა მიზნამდე მირბენას ისე, რომ ამით უფრო მეტ საფრთხეს არ შეუქმნით საკუთარ თავს?
5. დაარწმუნეთ სხვებიც გაიქცნენ თქვენთან ერთად.
6. არ წაიღოთ თან ნივთები.
მათთვის, ვისაც არ შეუძლია გასასვლელამდე უსაფრთხო გზის პოვნა, რეკომენდებულია სროლისგან თავი შეაფაროს "სქელ აგურის" ან "გამაგრებულ" კედელს.
ინსტრუქცია გავაფრთხილებს: "ტეროტისტების თვალისგან დამალვა არ არის უსაფრთხოების გარანტია, რადგან ტყვია აღწევს შუშაში, აგურში, ხესა და მეტალში."
დოკუმენტში ასევე მოცეულია ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები უნდა მიიღოს კომპანიამ იმ შემთხვევაში, თუ მის მფლობელობაში მყოფ შენობაში ტერორისტული აქტი ხდება. NaCTSO რეკომენდაციას იძლევა, მოხდეს პერსონალის ტრენინგი შენობის ბლოკირებისთვის:
"დინამიური ბლოკირება - ეს არის შესაძლებლობა სწრაფად შეიზღუდოს შენობიდან (ან მისი ნაწილიდან) გასვლა და შენობაში შესვლა ფიზიკური ღონისძიებების საშუალებით, რომლებსაც გარედან თუ შიგნიდან მიმართული საფრთხის დროს იღებენ".
NaCTSO ასევე ურჩევს კომპანიებს აირჩონ ხერხი, რომლითაც თანამშრომლებს მიმდინარე ტერაქტის შესახებ შეატყობინებენ. ამის გაკეთება შეიძლება სპეციალური სიგნალიზაციით, ხმამაღალი კავშირის სისტემით, შიდა კავშირით (ტექსტური შეტყობინებები, ელ. ფოსტა, სამსახურის ტელეფონი) ან "თანამშრომლების მონიტორებზე გამოჩენილი მხტუნავი ფანჯრით".
შეგახსენებთ, რომ პარიზში განვითარებული მოვლენების შემდეგ ევროპის ბევრ ქვეყანაში ტერორიზმის წინააღმდეგ განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული.