პროზა გლდანის პატიმრის დღიური - 19-20 ივნისი 2015, 13 ნოემბერი, 17:11 გვიან გამეღვიძა, ყველა ფეხზეა. ჩამოვედი საწოლიდან და ცივი ჩაი დავლიე ზედ მანიც მივაყოლე. მერე წიგნი ავიღე და კითხვას შევუდექი აღმაშენებლის მესამე ტომი დავიწყე, სულ მალე მოვრჩები და სოციალს ვთხოვ დანარჩენი ტომები მომიტანოს. ასე თორმეტი საათისთვის ჩემი გვარი ამოიკითხეს. გამიკვირდა ადვოკატს არ ველოდები გუშინ იყო, ვუთხარი, აქ ჩემთან სირბილში ნუ ხარჯავთ დროს და ფულს იქ მიხედეთ საქმეს მეთქი სანამ სასამართლო არ იქნება, აღარ მოვა. კარის სარკმელთან მივედი. საბანკო კარტა მომცეს, ამაზე უნდა დაგირიცხონ ფულიო. რომ ჩავხედე სახელში ერეკლეს მაგივრად ერაეკლე წერია, მე ვუთხარი აქ შეცდომაა მეთქი, ჩვენ რა ვქნათო მიპასუხეს, დაგირიცხონ ფული, მერე წავირებთ და ასე ორ კვირაში გამოგიცვლით გამოცვლას კიდევ ხუთი ლარი უნდაო. შანსს არ უშვებენ ჩვენით ფული გააკეთონ. გავმწარდი მაგრამ არ შევიმჩნიე. რას იზავ ეტყვი რამეს და შესაძლოა დაგაინვალიდონ. მაღაზიიდან ცარელა კარტები დაგვიბრუნეს. ფული არავის დაგვიჯდა. არაფერს ვჩივით სიგარეტის გარდა. დღის ბოლომდე ან გაგვყვება ან არა. მოვიძიეთ ნამწვები და თუთუნის გროვება დავიწყეთ კიდევ კარგი რომ წინა კვირის გაზეთები ჯერ კიდევ გვაქვს იმაში გავახვევთ თუთუნს და გავაბოლებთ. ასე მეხუთე ცდაზე უკვე დამოუკიდებლად გავახვიე თუთუნი გაზეთში და გავუკიდე. საშინლად მწარე გემო ჩამყვა ფილტვებში. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციაზე დავიწყეთ საუბარი, ვთანხმდებიტ რომ 26 მაისს საქართველომ დიდი ხნით დაკარგა შანსი, შანსი სააკაშვილის ფაშისტურს რეჟიმს დაღწეოდა. შანსი თავისუფლად ესუნთქა ხალხს. უცებ კარებზე სშინელი ბრახუნის ხმა გაისმა, ეე ყ....ბო რა პარლამენტი გამიმართეთ, თქვენ ხომ არ ანძ....ვთ, რა თქვენი საქმეა რა ხდება გარეთ და დატიეთ სადაც ხართ თორემ დაგ....ვთ ბაჭიებივით. ჩვენს ინდოელს მათი ტრადიციების შესახებ ვესაუბრე, ინდური კულტურა ხომ ერთ ერთიუძველესი და საინტერესოა, ბევრი რამ ახალი გავიგე, თურმე ციხეშიც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. რაღაც ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მიჩნდება სურვილი დავწერო, აქამდე არასოდეს მიცდია ლექსის წერა. ახლა კი რაღაც მექაჩება, მონატრება, მელანქოლია, მხოლოდ ლოცვის და ლექის წერის დროს ვგრძნობ თავს მშვიდად.დღეს კიდევ ერთი ლექსი დავწერე. მოსაღამოვდა. დღემ წყნარად ჩაიარა. შუქი უკვე ჩამქრალი იყო რომ ჩვენს მაღლა სართულზე სადამსჯელო ოპერაცია ჩატარდა, „შედით შპონკის, ქვეშ თქვენ დედებს შე...ცი, მოგი....ნთ საგვარეულო და ჯიშჯილაგი“, ისმის ოფიცერის ხმა. არ მახსოვს როდის მიწყნარდა ხმაური ჩამძინებია, გამოდის რომ მივეჩვიე უკვე. მეშინი ჩემი ტვინი და ფსიქოლოგია, როდემდე გაუძლებს ამ ყველაფერს, მეშინია არ გავგიჟდე, უფალს ვთხოვ გამძლეობა მომცეს. გარეთ წვიმს, აუ როგორ მომენატრა ქუჩაში ხეტიალი. აქედან მხოლოდ ერთი ხედი ჩანს, შორს მთაზე მიმავალი ტრაილერები. ან სადის მანქანები, რომლითაც სასამართლოებზე მიჰყავთ პატიმრები, დადგება დრო მეც წამიყვანენ მაგ გზით. საინტერესოა როგორი დამხვდება ჩემი ქალაქი. სულ რაღაც 12 დღე დარჩა ჩემს სასამართლომდე, პირველი სხდომით ვიცი გაიხსნება პროცესი და გადაიდება, ვერ თანხმდებიან საპროცესოზე. ნეტავ ახლა დავითა რას შვრება ამეკვიატა ფიქრი. ისიც ზის ჩემსავით ერთ ერთ კამერაში, იქნებ სადღაც გვერძეა და არ ვიცი. სასამართლოზე ვნახავ. პატარაა და არ მინდა დაიჩაგროს ამ ჯოჯოხეთში. რას შვრება დედაჩემი ნეტავ როგორ არის. რას იზავს უნდა გაუძლოს. ბევრჯელ ეცადა გამენებებინა თავი ჩემი საქმისთვის მაგრამ ვერ ავიტანდი ჩუმად იმ ყველაფერს რაც ხდებოდა ქვეყანაში. არ შეიძლებოდა იმ ყველაფრის მოთმენა რასაც ნაციონალთა ხროვა აკეთებდა. პირველად მათი სისასტიკე საკუთარ ტყავზე 2007 წელს ვიგრძენი შვიდ ნომებერს. როდესაც სასტიკად დაგვარბიეს პარლამენტთან, როდესაც უგონოდ მყოფი მცირეწლოვანი ბავშვი ჩემი ხელით ჩავაწვინე სასწრაფო მანქანაში, ის და დედამისი სრულიად შემთხვევით მოხვდნენ პარლამენტის შორიახლოს და პატარას სასუნთქმა სისტემამ ვერ გაუძლო მხუთავი გაზის სიძლიერეს, პატარამ კი არა მეც ვერ გავუძელი და რიყეზე უკვე ვეღარ შევძელი წასვლა. ამას მოჰყვა 2009 წლის აპრილი და საკნების პროტესტი, რამდენჯერ დაგვესხნენ თავს ნაც ზონდერები, მაგრამ ვერ დაგვფანტეს. უკვე სექტემბერში ჩვენმა საამაყო პოლიციამ და სპეცსამსახურებმა თელავში საკუთარ ოფისში გვცემეს, გია გაჩეჩილაძის იგივე უცნობის სიმღერის მოსმენისათვის. ესეც არ იყოს ჩემი ტკივილია ის უსამართლობა რაც ქვეყანაში ხდება, უსამართლობა, უპასუხისმგებლობა, საზოგადოების გახლეჩა ქუჩებში ხალხის დახვრეტა, ინტელიგენციის ჩარეცხვის მცდელობა, ჩემი ტკივილია 2008 წლის აგვისტო და ისიც რომ ბურები უნდა ჩამოგვისახლონ. თურმე მათ უკეთ სცოდნიათ სოფლის მეურნეობა ვიდრე ქართველს. 404 1-ს მოსწონს 1-ს არა
|