საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 12 ნოემბრისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა. რომლის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 12 ნოემბერს 2.3982 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით, 1 აშშ დოლარი 2.3971 ლარს შეადგენდა. ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში 0.0011 -ით გაუფასურდა.სებ-ის კურსით, 1 ევროს შეძენა 2.5766 ლარად იქნება შესაძლებელი. აქამდე მოქმედი კურსი კი 2.5745 ლარს შეადგენდა, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაში 0.0021- ით გაუფასურდა.