შოუბიზნესი ნუკი კოშკელიშვილმა საქართველოს თავი დროულად დააღწია?! "კანონი აღარ არსებობს" 2015, 8 ნოემბერი, 0:52 ფოტომოდელი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში გათხოდა. მისი რჩეული ბენჯი ხაიმი ამერიკელია, შოუბიზნესის წარმომადგენელი არ გახლავთ, პროფესიით ექიმია და ამავე სფეროშია დასაქმებული. იგი შესანიშნავად ხატავს და ბევრი სხვა ჰობიც აქვს. ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცვნეს. ნუკი კოშკელიშვილი "რუსთავი 2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ამერიკიდან ადევნებ თვალს. ტელეწამყვანი მოსამართლე ურთქმელიძის განჩინებას ეხმაურება: "მოსამართლე ურთმელიძის განათლების ქონა არ ქონის საკითხი არ დამდგარა? რავიცი უბრალოდ გამიჩნდა კითხვა რა მაგის ტ..საქმეა რომელი შოუ რას ჩაანაცვლებს?!.. ეს არის კანონ დარღვევა.. დამავიწყდა.. კანონი აღარ არსებობს საქართველოშიი... მახსოვს იმედში "არა დაინტერესებული" საყევარიშვილი, რომ გაგვიშვა სამსახურიდან არ შეწუხებულა მიზეზის დასახელებით.. კულუარებში საუბრობდნენ ნაცებთან ასოცირდებითო, პატარა ვიყავი ვფიქრობდი რატომ ნეტა ნაცებთან-თქო... მერე გადავხედე განთავისუფლებულ ხალხს და გადაცემებს, მივხვდი პროგრესი და რეიტინგი ნაცებთან ასოცირდება ეტყობა.... რუსთავი2-ში რას იზამთ ბატონო რევაზ? ასევე ამაყად ეტყვით ყველას, არ ინერვიულო შენ არაფერი გემუქრება და დღის ბოლოს შემოუთვლით რომ ემშვიდობებით.." მეგობრები და გულშემატკივრები ნუკის სტატუსს ეხმაურებიან, კიდევ კაი დროზე გაასწარი საქართველოდანო. როგორც ჩანს ტელეწამყვანიც იგივე აზრზეა. "ბენმა მითხრა აღარ აქვს აზრი შენს საქართველოში წასვლასო. ხომ ხედავ ლარი და დოლარი აღარ მეგობრობენო. აქ დოლარი და დოლარი კარგი მეგობრები არიანო"-განაცხადა ნუკიმ გადაცემა "კოქტეილში" 457 5-ს მოსწონს
|