სხვა რობინ ჰუდი გეი იყო? 2015, 5 ნოემბერი, 2:49 ბერლინის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ბრიტანელმა ფილოლოგმა ენდრიუ ჯეიმს ჯონსტონმა მრავალი წელი დაახარჯა რობინ ჰუდზე არსებული ყველა ლეგენდისა და ბალადის შესწავლას. შედეგად, მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა — ინგლისური ეპოსის გმირი გეი იყო.-ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალი «რეიტინგი» ავრცელებს. მეცნიერის აზრით, რობინ ჰუდი იმისთვის სულაც არ წასულა შერვუდის ტყეში, რომ უბრალო ხალხი დაეცვა და სასტიკ შერიფზე შური ეძია, არამედ იმიტომ, რომ მაშინ არ სწყალობდნენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებს. ჰოდა, რობინმა სატყეო ბანაკი მოაწყო თანამზრახველებისთვის. გამვლელების ძარცვაც უწევდათ, თავი რომ გაეტანათ შუა საუკუნეების გეებს. შეყვარებული მერიანი კი ჰომოფობებმა გამოუგონეს მოგვიანებით, უკვე შემდგომ ლეგენდებში. 193 5-ს მოსწონს
|