x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134389
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
კრუასანები საუზმისთვის. 30 კრუასანი - 45 წუთში
კრუასანები საუზმისთვის


მასალა ცომისთვის:მშრალი საფუარი

ფქვილი – 500 – 600 გრ.


მარგარინი – 200 გრ.
სწრაფად მომქმედი მშრალი საფუარი – 20 გრ.
თბილი წყალი – 200 მლ.
ვანილინი – 1 გრ.
მარილი – 1 მწიკვი
შაქრის ფხვნილი – გემოვნებით


გადასასმელად:

კვერცხის გული და 0, 5 გრ. ვანილინი


მასალა გულსართისთვის:


ჯემი, მურაბა, “ნუტელა” ან მოხარშული შესქელებული რძე – 2 ჭიქა.
ფქვილი – 3 ს. კ.
შაქარის ფხვნილი – საჭიროების შემთხვევაში


მომზადება:


1. საფუარს დაასხით თბილი წყალი და შეურიეთ ერთმანეთს.

2. შემდეგ ეტაპზე, მიღებულ მასას, თანმიმდევრობით შეურიეთ: მარგარინი, მარილი, შაქარი, ვანილინი და ფქვილი. ყოველი ინგრედიენტის დამატების შემდეგ, კარგად შეურიეთ.
3. მოზილეთ ცომი და დადგით თასი თბილ ადგილზე 20 წთ-ით.
4. მოამზადეთ გულსართი: ძირითად ინგრედიენტს დაამატეთ ფქვილი და თუ საჭიროდ ჩათვლით, შაქარი.

5. გააბრტყელეთ ცომი და დაყავიატ სამკუთხედებად. ქვემოთ მოცემულია კრუასანის გადახვევის ერთ-ერთი ვარიანტი.

კრუასანები საუზმისთვის6. დააწყეთ კრუასანები ცხიმწასმულ და ფქვილმოყრილ საცხობ ფირფიტაზე > გადაუსვით ცოტა წყალში ათქვეფილი ვანილინიანი კვერცხის გული > გამოაცხეთ 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

2
5513
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
5513
  
2015, 5 ნოემბერი, 13:39
დიდი მადლობა
2015, 5 ნოემბერი, 12:50
გავაზიარე
0 1 2