x
image
natia.a
სააკაშვილისა და სოფო ნიჟარაძის სკანდალურმა ჩანაწერმა ხალხი აღაშფოთა (+ვიდეო)
image
უკრაინულ საიტზე ახალი სკანდალური აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ სოფო ნიჟარაძის მისამართით სოციალურ ქსელში აღშფოთებას გამოთქვამს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე:

"რა მარაზმია!!! სასწრაფოდ საზოგადოებრივი პროტესტი!!! სოფო ნიჟარაძე წყვეტს თურმე საქართველოში სისხლისღვრას, მზადაა ქართველები დაიხოცონ, ოღონდ თავისი პრივილეგიები დაიბრუნოს. მანიაკი მიშა და ასევე მანიაკი ნიჟარაძე ისე წყნარად საუბრობენ სისხლისღვრაზე თითქოს ქართველთა სიცოცხლე კაპიკად არ ღირდეს. საზიზღარი, საშინელი, ამაზრზენი და გულისამრევია ამ ახალგაზრდა ვითომ მომღერლის ეს ზღვარგადასული სითავხედე და სისასტიკე. მაინტერესებს თუ როგორ ბედავს ეს არსება, (რომელიც ოდესმე ალბათ დედა გახდება) ესე აუღელვებლად ქართველთა სისხლის დაღვრაზე და მკვლელობაზე საუბარს. აუცილებელია საზოგადოებრივი პროტესტი, რათა სულიერები რომლებიც ქართველთა სისხლისღვრას გეგმავენ მოიკვეთონ ნორმალური საზოგადოებისგან!!!!!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.



შეგახსენებთ, რომ უკრაინული საიტის მიერ გავრცელდა მიხეილ სააკაშვილსა და სოფო ნიჟარაძეს შორის სატელეფონო საუბრის ფარული აუდიოჩანაწერი, სადაც სოფო ნიჟარაძე საქართველოში მოსალოდნელ სისხლისძვრაზე საუბრობს და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებს.


"სააკაშვილი მის მიერ კონტროლირებადი ჟურნალისტების გამოყენებას გეგმავს არა მხოლოდ მისი იდეების პროპაგანდის მიზნით, არამედ როგორც არმიისა ღია შეტაკებებისთვის. სოფო ნიჟარაძესთან საუბარში სააკაშვილი თავს იწონებს იმ ფაქტით, რომ მალე თბილისში ისევ დაიღვრება სისხლი და ამ სისხლისღვრის დროს ისეთი არასაბრძოლო ჟურნალისტი, როგორიც ნოდარ მელაძეა, ნამდვილ სამხედრო მეთაურად გადაიქცევა", - ვკითხულობთ საიტზე uarevo.in.ua, სადაც აღნიშნული აუდიოჩანაწერები გავრცელდა.


გთავაზობთ აღნიშნულ ვიდეოჩანაწერს, რომლის ავთენტურობა არ დადასტურებულა.





0
332
5-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
332
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0