20 რიცხვში, საღამოს მოსკოვს სამუშაო ვიზიტით ეწვია სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი. ასადსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის მოლაპარაკებები შედგა.
ინფორმაციას რუსული მედია პუტინის პრესმდივანზე, დიმიტრი პესკოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც პესკოვმა აღნიშნა, მოლაპარაკებები ხანგრძლივი იყო და შეხვედრები გაიმართა როგორც ვიწრო, ისე ფართო წრეში, რომელსაც რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ.
მისივე თქმით, ასადმა რუს კოლეგას სირიაში არსებულ სიტუაციაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. პესკოვის განცხადებით, საუბარი შეეხო სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობს, ტერორისტებთან ბრძოლას და ორმხრივი ურთიერთობების ასპექტებს.
ამასთან, როგორც პუტინის პრესმდივანმა აღნიშნა, შეხვედრებზე სირიაში სამი რუსი სამხედროს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ დადასტურდა.