x
image
tekoo
საფრანგეთში მომხდარ ავარიას 42 ადამიანი ემსხვერპლა

საფრანგეთში, ქალაქ ლიბურნთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სულ მცირე 42 ადამიანი ემსხვერპლა.

image“ბიბისის’’ ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით ჟირონდის დეპარტამენტის მთავარ გზაზე მოხდა, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა. სამგზავრო ავტობუსს პენსიონერები ექსკურისაზე მიჰყავდა.


გარდაცვლილია ავტობუსის 41 მგზავრი, ერთი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლი.
შეჯახების დროს ორივე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა, 8 ადამიანმა ცეცხლიდან თავის დაღწევა შეძლო, თუმცა მათ სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა და დაზიანებები აღენიშნებათ.


ამ დროისთვის ავტოკატასტროფის მიზეზი უცნობია.

0
34
3-ს მოსწონს
ავტორი:tekoo
tekoo
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0