ქალი და მამაკაცი რა უნდა იცოდეს ყველა მოზარდმა 2012, 26 მაისი, 17:04 ![]() 1. ის, რომ ამ ასაკს თან ახლავს ცვლილებები ყველა სფეროში: ფიზიკური, ფიზიოლოგიური, სოციალური, ფსიქოლოგიური და ემოციური და ეს ნორმალურია. 2. ის, რომ გარეგნობის გაუარესება, ცხვირის, ყურების, თითების არაპროპორციული ზრდა, კანზე ფერიჭამელების მომატება და გამონაყარი, ჭარბი ოფლიანობა, თმიანობის მომატება, უცნაური ხმა - მალე გადაუვლის და ისეთივე ჩამოყალიბდება, როგორც უმეტესობა ზრდასრული ადამიანი. ![]() 5. ის, რომ გოგონებსაც და ბიჭებსაც სასქესო ჰორმონები გამოუმუშავდებათ, რაც პირველ ლტოლვებს აჩენს. ეს კი მასტურბაცით კმაყოფილდება. და ეს ნორმალურია. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოურ მედიცინაში, ონანიზმი პათოლოგიების და ავადმყოფობების სიაში შედიოდა, თანამედროვე მეცნიერება ამას კატეგორიულად უარყოფს და არანაირად არ თვლის რაიმე სახის ჯანმრთელობის ან ფსიქოლოგიურ დარღვევად. ამიტომ დანაშაულის გრძნობაც არ უნდა არსებობდეს. გოგონები ბიჭებთან შედარებით უფრო მეტ დროს უთმობენ ოცნებებს, წარმოსახვებს. ![]() 7. მართალია სპერმის გამოყოფის უნარი და მენსტრუაციის ქონა საკმარისია იმისთვის, რომ ჩაისახოს ბავშვი, მაგრამ რეალურად ჩვენს (და ბევრ სხვა) საზოგადოებაშიც, ამ ასაკის ადამიანები არ არიან მორალურად და სოციალურად მზად მშობლის როლი იტვირთონ. ამიტომ ბევრ ქვეყანაში (და ალბათ საქართველოშიც. უბრალოდ სტატისტიკა არ ვიცი) 20 წლამდე გოგონები ხშირად იკეთებენ აბორტს. 8. ყველამ უნდა იცოდეს კომეპტენტური წყაროებიდან და არა მხოლოდ ტელესერიალებიდან ან ფილმებიდან, თუ რა არის სექსი. ძალიან მნიშვნელოვანია პირველი წარმოდგენა ამის შესახებ იყოს სწორი. მოზარდს უნდა ესმოდეს, რომ თანამედროვე სამყაროში სექსი არა მხოლოდ რეპროდუქციის ფუნქციის მატარებელია და არანაირად არაა ტრაბახის საფუძველი ან პრივილეგირებულობის ნიშანი, ესაა ფიზიკური კონტაქტი, რომელიც ორი ადამიანის ემოციურ კავშირს უფრო ამყარებს და სასიამოვნოს ხდის. უნდა იცოდნენ, როგორ ხდება ბავშვის ჩასახვა და როგორ უნდა დაიცვან თავი, როდესაც არ არიან მზად ოჯახისთვის და შვილისთვის. ასევე აუცილებელია ინფორმირება სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ. ![]() 10. ის, რომ აზროვნების განვითარება ხდება საკმაოდ ჩქარ ტემპებში და შეინიშნება ზრდა წინა პერიოდებთან შედარებით. ჩნდება ინტერესი სხვადასხვა საკითხებისადმი: პოლიტიკა, მეცნიერება, კულტურა, კონკრეტული მუსიკალური ჟანრი, ფოტოგრაფია და სხვ. ამასთან ნელ-ნელა მორალური განვითარებითაც ადიან უფრო მაღალ დონეზე. უყალიბდებათ განსაზღვრული იდეალები და ღირებულებები. 11. ის, რომ ფსიქოლოგიაში არსებობს ცნება “მოზარდის ეგოცენტრიზმი”, რაც მოიაზრებს იმას, რომ მოზარდს უჭირს გაავლოს ზღვარი საკუთარ თავსა და სხვებს შორის და დაინახოს, რომ ისინი ისე არ არიან დაინტერესებული მათი შინაგანი სამყაროთი, როგორც თვითონ. მათ ხშირად გონიათ, რომ არიან ყურადღების ცენტრში და ამას “მოჩვენებითი აუდიტორია” ეწოდება, რადგან რეალურად ეს მხოლოდ მოზარდების წარმოსახვის ნაყოფია. ისინი გამოდიან “მოჩვენებით სცენაზე” სხვადასხვა პოზიციით და სიტყვით. ხანდახან ეს სიმორცხვის გაჩენის მიზეზიც ხდება. ![]() ![]() 14. ის, რომ დაახლოებით 16 წლის ასაკში წინა სამ პუნქტებში აღწერილი შემთხვევები საბედნიეროდ გადასდით, მშვიდდებიან და ემორჩილებიან ჩვეულებრივ რიტმს და ბუნების კანონებს. წინააღმდეგ შემთხვევაში ძლიერი შემაფერხებელი იქნებოდა ეს სამყაროს ობიექტური აღქმის პროცესში. ![]() 16. ის, რომ მეგობრები ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი ხდება მოზარდებისთვის. როგორც წესი ამ ასაკში უკვე სტაბილურ 1-2 მეგობარს იჩენენ, რომლებთანაც ხანგრძლივად ურთიერთობენ, უყვებიან თავის თავზე და დახმარებას უწევენ ერთმანეთს. 17. ის, რომ მატულობს დეპრესიების რიცხვი და პიკს აღწევს ხოლმე 15-19 წლის ასაკში. დეპრესიის მიზეზი შეიძლება გახდეს: უკმაყოფილება გარეგნობით, ცხოვრების ნეგატიურ ფერებში ხედვა, არასასურველი ოჯახური სიტუაცია და ურთიერთობები, მატერიალური სიდუხჭირე, დაბალი პოპულარობა თანატოლებს შორის, ხანდახან ცუდი აკადემიური მოსწრება. გოგონებთან დეპრესია უფრო ხშირია, ვიდრე ბიჭებთან, რადგან ბიჭები ახერხებენ განმუხტვას ასე თუ ისე, გოგონბი კი იკეტებიან თავის თავში, ეცემათ თვითპატივისცემა, თვითშეფასება. 18. ის, რომ დეპრესიის შანსი კლებულობს, როდესაც მოზარდებს აქვთ მშობლებთან მშვიდი და დამაკმაყოფილებელი ურთიერთობა, როდესაც არიან დაკავებული რამე საქმით (სპორტი, ხელოვნება, წრეებზე დადიან) და ასევე როდესაც არიან რამეზე ან ვინმეზე პასუხისმგებელი (მაგ, გუნდის კაპიტანი, სახლში აბარიათ უმცროსი და-ძმა და სხვ.). 19. ის, რომ დეპრესია, სუსტი თვითკონტროლი, ფეთქებადობა, აგრესიულობა, ემოციურობა დროებითია და სულ ცოტა ხანში აუცილებლად უკეთ იგრძნობენ თავს, არასასურველ ქცევებსაც დახვეწენ და გამოიმუშავებენ იმ უნარებს, რაც მათთვის უფრო სასარგებლო იქნება, მისაღები და მომგებიანი. ![]() პატივისცემით თიკა ევდეევი წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia 1399 8-ს მოსწონს
|