ეკონომიკა სამსუნგმა “Apple Pay”-ს რეკლამაში დასცინა 2015, 23 ოქტომბერი, 1:41 “Samsung Pay”-ს საშუალებით ნებისმიერი გადახდის განხორციელება შეიძლება, მაშინ როდესაც “Apple Pay”-ს მომხმარებელი ამ “ფუფუნებას” მოკლებულია. მაგალითად, ნაყინის თანხის გადახდა “Apple Pay”-თ შეუძლებელია, კორეული სმარტფონის პატრონისთვის ეს ოპერაცია ჩვეულებრივი მოვლენაა.
ამჯერად სამსუნგის და “Apple”-ს დაპირისპირების საკითხი სწორედ გადარიცხვები გახდა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე სამსუნგმა რეკლამაც გადაიღო და კონკურენტ ბრენდს დასცინა. ლოგიკურია გაგიჩნდეთ შეკითხვა, რა განსხვავებაა ამ ორ სისტემას შორის და რატომ დასცინიან “Apple Pay”-ს. სამსუნგს ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა გააჩნია, მათი საფირმო ტექნოლოგიაა Magnetic Secure Transmission (MST), რომელიც ყველა სახის გადახდის აპარატთან მუშაობს. 92 3-ს მოსწონს
|