x
image
natia.a
რაზე უთხრა უარი თინა მახარაძემ ბიონსეს პირად ფოტოგრაფს
image


მსახიობი თინა მახარაძე სოციალურ ქსელში ნიუ იორკში თავს გადახდენილი ისტორიის შესახებ წერს:


„ეს ტიპი სოჰოში აღმოგვიცენდა ცხვირ წინ, კაცმა არ იცის საიდან, და გამოგვიცხადა რომ ძალიან ლამაზები ვართ, ძაან საკაიფოდ გამოვიყურებით, გვიხდება ქუდები, ბლა ბლა, თვითონ პროფესიონალი ფოტოგრაფია, რომელიც ბლა ბლა, რაღაც ბიონსე, რაღაც შინეიდ ო'კონერი, ბლა ბლა ბლა.

მიმი კეთილშობილი და თავაზიანი გოგოა და დგას, უსმენს, ღიმილად იღვრება. მე ზუსტად მაგ მომენტში ვაგვიანებ ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაზე და ჯერ არ ვიცი, რომ, ამის მიუხედავად, ეს შეხვედრა ჩაივლის, ოცნებაც კი რომ კაცს მოკლავს, ისე. და რაკი ეს არ ვიცი, ვარ აუტანელ ხასიათზე, უსაძაგლესი და უბოროტესი. ამიტომ გაღიზიანებული ვეუბნები, რომ ძაან კეთილი და ძაან პატიოსანი ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც სასწრაფოდ უნდა გავიქცე, რადგან პროფესიონალი მსახიობი ვარ და არ მაქვს დრო-დასაკარგი. ეს კაცი მეუბნება, რომ მე ვერ ვხვდები, ვის ველაპარაკები და დაჟინებით მოითხოვს ჩემს საკონტაქტო ინფორმაციას, რადგან უნდა რომ გადამიღოს.მე ვპასუხობ, რომ სულ ერთი კვირით ვარ ნიუ იორკში საქმიანი ვიზიტის ფარგლებში და, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ვერაფრით მოხერხდება ჩვენი კოლაბორაცია. - ერთი წუთით დამიცადეო, მითხრა და გიჟივით შევარდა იქვე ტავერნაში. სანამ მე მიმის ვეჯაჯგურები და დორბლები მომდის ჯაჯღანით, რომ არ არის საჭირო ათასი ძაღლის და მამაძაღლის ლოდინი, გამორბის ეს კაცი უკან და ხელში გვაჩეჩებს ჭიქის დასადგმელ მუყაოს ფირფიტას, რომელზეც წერია სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი. - შენ ახლა ვერ ხვდები, მაგრამ გოლდენ თიქეთი გიჭრავს ხელში და გამოიყენე-აუცილებლად დამიკავშირდიო, მიბრძანა.

მიმი ჭკვიანი გოგოა და ფეხზე დამიკიდა ჩემი დაღმეჭილი და გაბოროტებული სახით და -ფოტო გადავიღოთო - ამ კაცმა რომ თქვა, სიამოვნებითო - გაუცინა.
ხოდა აღარ მახსოვდა და გუშინ ჩანთის დალაგებისას ვიპოვე ეს გოლდენ თიქეთი. დავგუგლე ზედ დაწერილი სახელი და გვარი Daniel Moss და კი - ბიონსეს პირადი ფოტოგრაფი გამოდგა.


ძალიან საინტერესოა ჩემი ცხოვრება. ნიუ იორკში - კიდევ უფრო“.



image

0
252
4-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0