x
მეტი
  • 27.09.2024
  • სტატია:137285
  • ვიდეო:351965
  • სურათი:511286
მაკა ჩიჩუა -"23 წლის წინ ქვეყანას მოევლინა საოცარი ცისფერთვალა-ჩემი პირველი შვილი! "
image
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეუღლე, პირველი ლედი მაკა ჩიჩუა თავის ულამაზეს გოგონას, ცისფერთვალება მაშო ჩიჩუას სოციალური ქსელის "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაბადების დღეს ულოცავს:

"დღეს ჩემი პატარა -დიდი გოგოს დაბადების დღეა! 23 წლის წინ ქვეყანას მოევლინა საოცარი ცისფერთვალა-ჩემი პირველი შვილი!
მიყვარს, მახარებს და მადარდებს ყოველთვის მისი ყველა ნაბიჯი...
გილოცავ მაშკუნ დაბადების დღეს და ვულოცავ ყველას ვისაც უხარია, რომ 1991 წლის 16 ოქტომბარს დაიბადა გოგო, რომელსაც უყვარს თავისი მეგობრები და ახლობლები, რომელიც ხარობს თავისი პატარა ძმით, ვინც ყოველთვის ფიქრობს როგორ დაეხმაროს დ ა გაახაროს გასაჭირში მყოფი ადამიანები!
მიყვარხარ დედუკ! ჩემო მშვენიერო გოგო! იყავი ხალისიანი და გულისხმიერი! "

ქართველი მსახიობი, მხატვარი, ვიზაჟისტი და მუსიკოსი, ყოველმხრივ დადებითი ქალბატონი მაკა ჩიჩუა ორი შვილის დედაა. მისი პირველი შვილი მაშო ჩიჩუა, დღეს 23 წლის გახდა. მეორე შვილი კი გიორგი მარგველაშვილისგან ყავს, პატარა თემო, რომელიც ამა წლის 2 თებერვალს დაიბადა. მარგველაშვილისთვისაც თემო მეორე შვილია, მასაც პირველი ქორწინებიდან ყავს გოგო, ანა მარგველაშვილი.

მაშო ჩიჩუა გათხოვილია, მისი მეუღლე მინდია გოგოჭურია. მაშო და ანა მეგობრები იყვნენ და სწორედ შვილების წყალობით გაიცნეს და შეუყვარდათ ერთმანეთი მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს.


imageimageimageimageimage

1
1073
2-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
1073
  
2015, 19 ოქტომბერი, 12:08
საყვარელი........
0 1 1