ქალი და მამაკაცი ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი კაცი 2015, 13 ოქტომბერი, 21:37 ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი კაცი ერთმანეთს შეხვდა ლონდონში, ორივე
მათგანი მსოფლიო გინესის რეკორდის წიგნშია შესული. ყველაზე მაღალი კაცი მსოფლიოში არის სულთან კიოსენი, ხოლო ყველაზე დაბალი ჩანდრა ბაჰადურ დანგი. სულთან კიოსენი არის თურქეთიდან რომლის სიმაღლეც არის 251სმ. ხოლო ჩანდრა
ბაჰადურ დანგი არის ნეპალიდან, რომლის სიმაღლეც არის 54, 9სმ.
ექიმების თქმით ყველაზე მაღალმა კაცმა სიმაღლეში ზრდა შეწყვიტა. მისი ზრდის მიზეზი იყო აკრომეგალია, სიმსივნური ჰიპოფიზი, რომელიც მის ჰორმონებს ხელს უწყობდა ზრდაში. მან მკურნალობის კურსი ჩაიტარა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ექიმებმა ამ დაავადბის დამარცხება შეძლეს. ჩანდრა ბაჰადურ დანგის სიდაბლის მიზეზი ჯერ-ჯერობით დაუდგენელია. მისი ოჯახის წევრები ყველა ჩვეულებრივი საშუალო სიმაღლისაა. ის უკვე 75 წლისაა და მისი წონა შეადგენს 14, 5კგ-ს. ჩანდრის თქმით მას არასდროს დასჭირვებია წამალი და არასდროს მისულა ექიმთან. 97 1-ს მოსწონს
|