კულტურა მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზი ტაძარი 2015, 12 ოქტომბერი, 13:09 სასულიერო არქიტექტურა ყოველთვის მომხიბვლელია თავისებურად, ყველას აქვს თავის საიდუმლო, ყველას ერთმანეთისგან განსვავებით გააჩნია რაღაც განსაკუთრებული
იდუმალება და სილამაზე. ამ სტატიაში გაგაცნობთ მსოფლიოს 5 ყველაზე
გამორჩეულ და ულამაზეს ტაძარს.
1. თეთრი ტაძარი ტაილანდში. "ვატ რონგ ხანი" შედარებით ახალი ნაგებობა, რომლის მშენებლობაც 1997 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ტაძარი ჰგავს ყინულის სახლს (როგორიც შეგვიძლია ვნახოთ ანიმაციურ ფილმებში ყინულის დედოფალთან ერთად). ტაძარი არის სულ თეთრი და სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ თეთრ ტაძრად. 2. ოქროს ტაძარი ინდოეთში. ინდოეთში კერძოდ ამრიცრაში არის ტაძარი, რომელსაც განსაცვიფრებელი სიდიადე აქ. ის იზიდავს ტურისტების ბრბოს, ჩადიან მთელი მსოფლიოდან, რათა ნახონ ეს თვალწარმტაცი ნაგებობა, რომელიც ტბაში დგას. ოქროს ტაძარი არის ერთ-ერთი ძველი ნაგებობა ინდოეთში. 3. ისლანდია რელიქვია. ძლიერი, აბსოლიტურად ფანტასტიკური, რომელიც უხეშად აღწევს ცას. ლუთერანული ტაძარი, რომლის ნახვასაც ყველა ნატრულობს. ტაძრის მშენებლობა დაპირეს 1937 წელს, თუმცა მშენებლობის დაწყება 1945 წლამდე და მისი დაწყებიდან 41 წლის შემდეგ დასრულდა მშენებლბა 1986 წელს. 4. ინდოეთი ტაძარი მინაკში. ისტორია მინაკშის ტაძრის მიმართ დაკავშირებულია რომანტიკულ ლეგენდასთან: ერთხელ ამ ქვეყანაზე ცხოვრობდა უშვილო მეფე, ყოველთვის სთხოვდა ღმერთებს შვილს, ერთხელაც დაიბადა გოგონა, ოღონდ არა დედის მიერ არამედ მსხვერპლთ შეწირვის ცეცხლიდან. გოგონა დაიბადა სამი მკერდით. ბრძენებმა დაამშვიდეს შეშინებული მშობლები, უთხრეს რომ მესამე მკერდი გაქრება მაშინ როდესაც გამოჩნდება ღირსეული პრინცი და ისინი ეძებდნენ ღირსეულ პრინცს. როდესაც გოგონა გაიზარდა შეხვდა ღმერთ შივას კაილას მთაზე, და ტაძარი მიუძღვნეს მათ სიყვარულს. 5. ტიბეტი, ჯოკანგი. ტაძარი ჯოკანგი მდებარეობს ტიბეტში ქალაქ ლხასაში. ტაძარი არის უძველესი ნაგებობა ის 1400 წელს ითვლის. ტაძარი აშენდა ნეპალის პრინცესის სტუმრობის სახელზე. 280 1-ს მოსწონს
|