x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
მითები კოსმოსის შესახებ, რომლებიც სიმართლე გეგონათ.

image
ბევრს აინტერესებს კოსმოსი. ეს უსასრულო სივრცე ბოლომდე, რა თქმა უნდა, არ არის შესწავლილი. მაგრამ ჩვენთვის ბევრი რამ ცნობილია მასზე. გთავაზობთ მითებს კოსმოსის შესახებ, რომელთაც არ უნდა ენდოთ.


მზე - "ცეცხლოვანი ბურთი"

თავიდანვე გადავიტან თქვენს ყურადღებას იმაზე, რომ მზე ანათებს, მაგრამ არ იწვის. ჩვენ არ ვფიქრობთ ამ განსხვავებაზე, მაგრამ სიცხე, რომელსაც მზე გამოსცემს არის არა ქიმიური რეაქციის შედეგი არამედ ატომური.


მთვარეს გააჩნია "შავი მხარე"

თუ თქვენ თვლით, რომ მთვარეს გააჩნია მხარე, რომელიც სიბნელეში იმყოფება, ცდებით. მთვარის "მოძრაობა" ემთხვევა დედამიწისას. მთვარე ყველა მხრიდან ღებულობს მზის სხივებს.


კოსმოსიდან ჩანს ჩინეთის დიდი კედელი


არა, კოსმოსიდან არ ჩანს ჩინეთის დიდი კედელი. უცნაურია, რომ დავა ამ ფაქტზე დღემდე გრძელდება.


მზე არის ყვითელი ფერის

მიეცით ნებისმიერ ადამიანს დავალება დახატოს მზე. პირველ რიგში ის აიღებს ყვითელ ფანქარს. ამაში გასაკვირი არაფერია. ბავშვობაში ყველანი ვხატავდით ყვითელ მზეს. როდესაც ჩვენ მზეს ვხედავთ ის ყვითელ ფერად გვეჩვენება. მაგრამ ასეთი, ასე ვთქვათ ეფექტი ატმოსფეროს გამო იქმნება. ასტროლოგები მზეს გვისახავენ ყვითელ ფერად, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ის ვიცნოთ. სინამდვილეში მზე თეთრია.


ვენერა და დედამიწა ერთნაირია


ხშირად პლანეტა ვენერას უწოდებენ დედამიწის ტყუპისცალს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვენერა დედამიწის ნაირია. ვენერის შესწავლა მისივე ატმოსფეროს გამო შეუძლებელი იყო მანამ, სანამ მასზე არ გაუშვეს ერთ-ერთი კოსმოსური აპარატი. მისი მეშვეობით გავიგეთ, რომ ვენერას ზედაპირი უნაყოფოა და არაფრის არ გავს დედამიწას.


ზაფხულში დედამიწა იმყოფება მზესთან ახლოს

ერთი შეხედვით ჩანს, რომ ასეთი აზროვნება ლოგიკურია და სიმართლესთან ახლოსაა. პლანეტა თბება მაშინ, როცა ახლოს იმყოფება სიცხის წყაროსთან. ეს თეორია არსებობდა მაშინ, როდესაც ბოლომდე არ იცოდნენ "სეზონის შეცვლის" თეორია. სეზონი იცვლება, მაგრამ მიზეზი არ არის მანძილი დედამიწასა და მზის შორის. მიზეზი სეზონის ცვლის არის ორბიტალური ღერძის დახრა.

0
583
2-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
583
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0