x
image
ვიზა კოხაძე
19 წლის ულამაზესი მოდელი, რომელიც უმძიმეს დაავადებას ებრძვის ( + ფოტოები ინსტაგრამიდან )

imageპოდიუმის 19 წლის ამომავალ ვარსკვლავს ბელა ჰადიდს და მის 16 წლის ძმას ანვარს ლაიმის დაავადება აქვთ. სწორედ ის, რომელსაც კინაღამ შეეწირა მომღერალი ავრილ ლავინი. ეს საშინელი სიმართლე და-ძმის დედამ, 51 წლის იოლანდა ფოსტერმა გაამხილა.
ბელა დიდი ხანია წარმატებულია მოდის სამყაროში. მანამდე მისი დის, ჯიჯი ჰადიდის სახელი ყველას პირზე ეკერა. ჯიჯი ბოლო ორი წელია ყველაზე პოპულარულ და ლამაზ მოდელებს შორის მოიხსენიება და წარმატებული კარიერა აქვს.imageქერა ჯიჯის შავთმიანი და ასევე მშვენიერი უმცროსი და ჰყავს, რომელმაც დის კვალდაკვალ მოსინჯა ძალები პოდიუმზე და მოიპოვა კიდეც წარმატება. თუმცა აღმოჩნდა, რომ ბელას საკმაო ძალიხსმევის გამოვლენა და საკუთარ თავზე მაღლა ახტომაც უწევს ამ რეჟიმში ცხოვრებისთვის, რადგან მძიმე დაავადებას ებრძვის. ბელასა და მის უმცროს ძმას ანვარს 2012 წელს დაუსვეს ლაიმის დაავადების დიაგნოზი – ეს ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტკიპის ნაკბენი იწვევს და ეს დაავადება საკმაოდ გავრცელებულია ამერიკაში. დაავადებას თან ახლავს თავის ტკივილები, სახსრების ტკივილი, სიცხე, სისუსტე, ნერვული სისტემისა და თვალების დაზიანება. თუ მას საწყის სტადიაზე ვერ აღმოაჩენენ, ადამიანი ან ინვალიდი დარჩება სამუდამოდ ან კიდევ შესაძლოა სიკვდილი გამოიწვიოს..imageimageimageimageდა-ძმის დედა იოლანდა ფოსტერი ასევე ცნობილი ადამიანია. ის რეალური შოუების ვარსკვლავია და მასაც დაუსვეს ეს დიაგნოზი (სავარაუდოდ, სწორედ მისგან დაინფიცირდნენ შვილები). იოლანდა ქველმოქმედებაშია ჩართული და აქტიურად ეხმარება ამ დაავადებით დატანჯულებს. ამ მოღვაწეობისთვის სპეციალური პრემიაც კი მიიღო. – "ეს ჯილდო ბელასა და ანვარისთვის არის. ეს ჩემი სიმბოლო და ჩემი პირობაა: ვერ დავუშვებ, რომ ტკივილსა და ტანჯვაში იცხოვრონ. მსოფლიოს მოვივლი, მაგრამ ვიშოვი წამალს, რომ ჩემმა შვილებმა ჯანმრთელი და სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრონ, რასაც იმსახურებენ. არც ერთმა ბავშვმა არ უნდა განიცადოს ეს ტკივილი", - განაცხადა ფოსტერმა, imageimageულამაზესი გოგონა, რომელსაც სწორედ ამ თვეში 19 წელი შეუსრულდა, უშედეგოს ებრძვის დაავადებას, რომლის მკურნალობა მედიცინამ ჯერჯერობით ვერ ამოხსნა - წერს წყარო.

ფოტოები ბელა ჰადიდის დედის ინსტაგრამიდან:imageimageimage




1
769
4-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
769
  
2016, 22 იანვარი, 23:33
ეს დაავადება საქარტველოშიცააა მრავლად, აქ ცოტა ყურადღება ეტმობა სამწუხაროდ, სჯობს ამაზე სტატიები წეროტ, ტკიპა ეტყობა ამ ოჯახვს ტავისი ზაღლიდან გადაუვიდატ ტგორემ რა სისულელ წერია დედისგან გადაუვიდაო, ზაან სასაცილოა ხომ იცი
0 1 1