x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134469
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ასპირინი არ იცავს...
ასპირინი, იგივე აცეტილსალიცილის მჟავას ფართო ადგილი უკავია მოხმარების არეალში. ეკუთვნის არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებს, გააჩნია როგორც სიცხის დამწევი, ასევე ანალგეზიური და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.


image


20-ე საუკუნის დასასრულს მედ-მკვლევართა ერთი გუნდი იტყობინებოდა, რომ „ასპირინის რეგულარულად მიღებას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია“. მსოფლიოში არაერთხელ ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე მკვლევარებმა დაასკვნეს: „თითქმის ყველამ, ვისაც კი ოდესმე გულის შეტევა ჰქონია ან ინსულტი დამართვია, სტენოკარდია აწუხებს ან გადატანილი აქვს კორონარული შუნტირების ოპერაცია, თუკი ამ წამალზე ალერგია არა აქვს, დღეში ასპირინის ნახევარი ან ერთი ტაბლეტი უნდა მიიღოს“.


სხვა მკვლევარები ყურადღებას ამახვილებენ იმ სარგებლობაზე, რომელიც ასპირინის ყოველდღიურ მიღებას მოაქვს, როგორც გულის შეტევის საფრთხის წინაშე მყოფი 50 წელს გადაცილებული მამაკაცებისთვის, ისე იმავე საფრთხის წინაშე მყოფი ქალებისთვის. გარდა ამისა, სხვა გამოკვლევების თანახმად, ასპირინის ყოველდღიურ მიღებას მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების საფრთხის შემცირება შეუძლია, ხოლო ხანგრძლივი დროის განმავლობაში დიდი დოზების მიღებას — დიაბეტით დაავადებულთა სისხლში შაქრის რაოდენობის დაწევა.



თუკი შესაძლებელია, რომ ასპირინმა ასეთი სარგებლობა მოიტანოს, ყველა რატომ არ იღებს მას? ჯერ ერთი იმის გამო, რომ ასპირინის შესახებ ბევრი რამ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ისიც კი გაურკვეველია, თუ როგორია იდეალური დოზა. ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა რჩევას იძლევიან- დაწყებული სტანდარტული ტაბლეტის დღეში ორჯერ მიღებიდან, დამთავრებული ბავშვებისთვის განკუთვნილი პატარა ტაბლეტების ყოველ მეორე დღეს მიღებით.


image

თანამედროვე კვლევების მონაცემების თანახმად, ასპირინი ეფექტურია მხოლოდ იმ ადამიანებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ინფარქტი ან ინსულტი, ხოლო დიაბეტის მქონე სხვა პაციენტებში ის ამ მხრივ ნაკლებად სასარგებლოა.


ასპირინი- იაფი და ხელმისაწვდომი საშუალებაა, თუმცა ექიმებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ ეს მედიკამენტი ეფექტს იძლევა მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადების მკვეთრად გამოხატული სიმპტომები.


დანდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შოტლანდიაში, პროფესორი ჯილ ბელჩის ხელმძღვანელობით, შეაგროვეს ინფორმაცია 1276 პაციენტზე, რომელთაც გადატანილი არ ჰქონდათ ინფარქტი ან ინსულტი, თუმცა დიაბეტის ან პერიფერიული არტერიების დაავადებების გამო შედიოდნენ გულ-სისხლძარღვოვანი რისკის მქონე ადამიანთა ჯგუფში. პაციენტთა ნაწილი იღებდა ასპირინს ან პლაცებოს, ხოლო დანარჩენი ნაწილი კი ანტიოსიდანტებს ან პლაცებოს. 8 წლის შემდეგ ორივე ჯგუფის პაციენტებს თითქმის ერთნაირი სიხშირით განუვითარდათ ინფარქტები და ინსულტები.

0
894
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
894
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0