საზოგადოება რა დარღვევები გამოვლინდა რძის პროდუქტების ქართული ბრენდების შემოწმებისას 2015, 5 ოქტომბერი, 12:23 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაავრცელეა ინფორმაცია ეტიკეტირების დარღვევის ფაქტის შესახებ. კერძოდ, რძისა და რძის პროდუქტების ტექნიკური რეგლამენტის მონიტორინგის ფარგლებში მარნეულში მდებარე „სმარტიდან" აღებული შპს „ჯორჯიან მილკის" მიერ წარმოებული ულტრაპასტერიზებული რძის (2, 5%-იანი - „მილკო") ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ „მილკოს" 2, 5%-იანი რძე შეიცავდა როგორც ცხოველურ, ასევე მცენარეულ ცხიმს, რაც ეტიკეტზე არ იყო მითითებული. ამის გამო „ჯორჯიან მილკი" დაჯარიმდა. 225 7-ს მოსწონს
|