საზოგადოება ბესელიას "ნამეცადინები" ინგლისური და ისევ გაოცებული ევროპა 2015, 1 ოქტომბერი, 23:40 "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა კობა სუბელიანმა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე გაავრცელა პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარისა და "ქართული ოცნების" წევრის, ეკა ბესელიას ინგლისურენოვანი გამოსვლა ევროსაბჭოში.
შეგახსენებთ, რომ ეკა ბესელიას გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტი ასამბლეაზე ერთი წლის წინ განსაკუთრებული ქილიკის მიზეზი გახდა. "ჩვენ არ გვაქვს უფლება კანონზე მაღლა დავაყენოთ ვინმე - ან სააკაშვილი ან ახალაია" - ინგლისურად მიმართა დეპუტატმა ასამბლეას. თუმცა საქართველოში რეზონანსი არა ბესელიას ნათქვამის შინაარსს, არამედ მისი ინგლისურის გამოთქმას მოჰყვა. 409 8-ს მოსწონს
|