x
image
natia.a
ვინ და რატომ სცემა ქუთაისში ცნობილი "ამერიკის დროშიანი ბაბუ"

image
სოციალურ ქსელში დავით დეფი გოგიბედაშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით ომარი მაღლაქველიძე (“ამერიკის დროშიანი ბაბუ“) ნაცემია. როგორც წყარო იტყობინება, ომარი ბაბუ ამერიკის დროშის ტარებისთვის ახალგაზრდა პრორუსულად განწყობილმა მამაომ სცემა, ქუთაისში, ბალახვანის რკინიგზის სადგურში.



"ომარ მაღლაქველიძე - ბაბუ ამერიკის დროშით, ნაცემია. სცემა მღვდელმა. სცემა ამერიკის დროშის ტარებისთვის. ვინმემ თუ რამე იცით ან ის მღვდელი ვინაა ან ამბავი როდის და სად მოხდა, გთხოვთ კომენტარებში დაწეროთ." - წერს დავით გოგიბედაშვილი.


ომარ მაღლაქველიძის ცემის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება მიმდინარეობს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
imageimage


"ის ანაფორაში გადაცმული ავაზაკი ხომ არ დაუკავებიათ, გუშინ მოხუცს რომ სცემა ამერიკის დროშის ტარებისთვის? არა? და რეიგანის ძეგლი რომ შეღება, ის ვიგინდარა? არც ის? არადა, ფეისბუქზე გამოდო ფოტოები - ამაყობდა... და ის ვიღაც ახლადგამოჩეკილი ფაშისტები, უცხოელებს რომ დასდევენ? არც ეგენი? ვაჰ, რა უცნაურია. ალბათ არ იცის იმ ბრძენმა კაცმა, თორემ ამას არ დაუშვებდა - სხვა თუ არაფერი, დასავლეთსკენ მივყავართ, არა?" - წერს სოციალურ ქსელში ზაზა ბიბილაშვილი, ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრი.

0
296
6-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0