საზოგადოება ნანუკა ჟორჟოლიანის ამაღელვებელი პოსტი-"ყველაზე მაგარი შეგრძნება ყოფილა, როცა ერთი სტუდენტი ხდება და მეორე სკოლაში მიდის." 2015, 14 სექტემბერი, 11:17 ყველაზე სკანდალური და პოპულარული ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს: "ძლივს დავიმახსოვრე ის დრო, როცა მარიამს შემიძლია დავურეკო ანუ, ეცლება ჩემთვის. მომიყვება რა მოხდა ახალი მის ცხოვრებაში. საუბარი როგორც წესი მთავრდება ტექსტით: დე, ლექცია დამეწყო... და მაშინ როცა მარიამს ლექცია დაეწყო, საბას ვულაგებ ჩანთას. ხვალ მიდის სკოლაში და ყველაზე კარგად ჯერ მხოლოდ ის გაიგო, რომ კარატეს ისწავლის და სკოლამდე ავა ავტობუსით. დანარჩენი არ აინტერესებს... ყველაზე მაგარი შეგრძნება ყოფილა, როცა ერთი სტუდენტი ხდება და მეორე სკოლაში მიდის. თითქოს რაღაცას თავიდან იწყებ... ახალი შეგრძნებებით..." ნანუკა ჟორჟოლიანს, როგორც იცით ორი შვილი ყავს. პირველი შვილი, მარიამ გეგუჩაძე, პირველი უიღბლო ქორწინებიდან ყავს. მაშინ ნანუკა ძალიან პატარა ასაკში, 16 წლისა გათხოვდა და 18 წლის ასაკში უკვე დედა იყო. მას შემდეგ ჟურნალისტმა ბევრი იშრომა იმისათვის, რომ პოპულარობა მოეპოვებინა. მეორედ კი უკვე ზრდასრულ ასაკში გათხოვდა და კარგად აცნობიერებდა ამ ნაბიჯს. მისი მეუღლე კუდ-ის ყოფილი უფროსი ერეკლე კოდუაა, რომელთანაც ნანუკას ყავს ვაჟი, საბა. კოდუასთვისაც ეს მეორე ოჯახია. 18 წლის მარიამმა წელს სკოლა დაამთავრა და ახლა უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებში, Bard College-ის სტუდენტია, ხოლო საბა დღეს პირველად წავიდა სკოლაში. აღსანიშნავია ისიც, რომ პატარა საბა ცაციაა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს სწავლა დაიწყო ყველა საჯარო სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. საბას სკოლაში წასვლის პირველი დღის ამსახველ ფოტოებს ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს წარწერით: "მგონი მოსწონს..." ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ყველა სტუდენტს და მოსწავლეს და წარმატებებს ვუსურვებთ მათ! 913 1-ს მოსწონს
|