x
image
მამუკა123
ბილი გრემის ქალიშვილის გენიალური პასუხი კითხვაზე : რატომ დაუშვა ღმერთმა 11 სექტემბერი?

image














აშშ-ში 11 სექტემბერს დატრიალებული ტრაგედიისადმი მიძღვნილ თოქ-შოუში წამყვანის კითხვაზე-როგორ დაუშვა უფალმა ეს ტრაგედია?- ბილი გრემის ქალიშვილმა ანა გრემმა ძალიან ღრმა და გამჭრიახი პასუხი გასცა:

„მე მჯერა, რომ ღმერთი ისევე წუხს მომხდარზე, როგორც ჩვენ, მაგრამ ჩვენ დროთა განმავლობაში ვდევნიდით უფალს სკოლებიდან, მთავრობებიდან, ჩვენი ცხოვრებიდან და მე ვფიქრობ, რომ ღმერთმა, როგორც ჯენტლმენმა მხოლოდ უკან დაიხია. უნდა ველოდოთ ღვთის წყალობას და ამავე დროს მოვითხოვთ მისგან, რომ დაგვტოვოს?

მოდით გავიხსენოთ…ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა მედლინ მიურეი ოჰარამ (ის მოკლეს და გვამი რამდენიმე ხნის წინ იპოვეს) თქვა-სკოლაში ლოცვის ადგილი არ არის და ჩვენ ვთქვით-კარგი!.. მერე ვიღაცამ თქვა, რომ სკოლაში არ უნდა იკითხებოდეს ბიბლია( ბიბლია, სადაც ნათქვამია: არ მოკლა. არ მოიპარო, შეიყვარე მოყვასი შენი) და ჩვენ ისევ დავეთანხმეთ-კარგი!..

მერე დოქტორმა ბენჟამენ სკოპმა განაცხადა, რომ არ უნდა გამოვიყენოთ ბავშვებში ფიზიკური დასჯის მეთოდები, რადგან ეს მათში პიროვნებას კლავს და ჩვენ შეიძლება ხელი შევუშალოთ თვითშეფასების პროცესს(თავად ბენჟამენის ვაჟიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა). მაშინ ჩვენ ვიფიქრეთ-„ის სპეციალისტია და იცის რასაც ამბობს“ და ისევ ვთქვით-კარგი!..

მერე ვიღაცამ თქვა, რომ მასწავლებლები და დირექტორი არ უნდა სჯიდნენ ფიზიკურად მოსწავლეებს, მეტიც, არც კი უნდა შეეხონ მათ და პასუხი არ მოსთხოვონ ცუდი საქციელისთვის და ჩვენ ისევ ვთქვით-კარგი!..

შემდეგ ვიღაცამ თქვა-„მიდით მივცეთ გოგონებს აბორტის გაკეთების უფლება, თუ მათ ეს უნდათ“ და ჩვენ ისევ გავიმეორეთ-კარგი!..მერე სკოლაში ვიღაცას ახალი აზრი გაუჩნდა და თქვა-„ბიჭები ყოველთვის და ყველგან იქნებიან ბიჭები და მუდამ გააკეთებენ ამას, ამიტომ მივცეთ პრეზერვატივები სკოლაში და მიიღონ სიამოვნება, მშობლები კი ვერც გაიგებენ, რომ ისინი სკოლაში მიიღეს“-ჩვენ ისევ ვთქვით-კარგი!..

მერე ვიღაცამ, ჩვენს მიერ არჩეულ მთავრობაში თქვა-თუ სამუშაო კარგად სრულდება, მნიშვნელობა არ აქვს რა ხდება პირად ცხოვრებაში, დავეთანხმეთ და ვთქვით-არ გვაინტერესებს ვინ (მათ შორის პრეზიდენტიც) როგორი პირადი ცხოვრებით ცხოვრობს თუ სამუშაო გვაქვს და ეკონომიკაც წესრიგშია.

მერე ვიღაცამ თქვა-მოდით დავბეჭდოთ ჟურნალები შიშველი ქალების სურათებით და ამით ვაჩვენოთ ქალის სხეულის სიჯანსაღე და სილამაზე, მერე უფრო „წინ გადავდგით“ ნაბიჯი და ბავშვების გაშიშვლებული სხეულები გამოვიტანეთ სააშკარაოზე და ინტერნეტშიც დავდეთ და ჩვენ ისევ ვთქვით-კარგი, მათ სიტყვის თავისუფლება აქვთ!..

მერე გასართობმა ინდუსტრიამ თქვა, “მოდით, ჩავწეროთ სატელევიზიო შოუები და ფილმები, რომელიც ხელს შეუწყობს ძალადობის, ბილწსიტყვაობის და აკრძალული სექსის პროპაგანდას, ჩავწეროთ მუსიკა, რომელიც ხელს უწყობს ნარკოტიკების მოხმარებას, გაუპატიურებას, მკვლელობას, თვითმკვლელობას და სატანიზმს”, ჩვენ ვთქვით-ეს მხოლოდ გართობაა და ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს, ამიტომ გააგრძელეთ და დავძინეთ-კარგი!..

და ახლა ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავს-რატომ არ აქვთ ჩვენს შვილებს სინდისი, რატომ არ შეუძლიათ კარგის და ცუდის გარჩევა, რატომ კლავენ ერთმანეთს და იკლავენ თავს? თუ დავფიქრდებით ვნახავთ, რომ რაც დავთესეთ, იგივე მოვიმკეთ!

ერთმა ახალგაზრდა მამაკაცმა დაწერა-“ღმერთო! რატომ არ გადაარჩინე საკუთარ კლასში მოკლული პატარა გოგონა? ჭეშმარიტად შენი, შეწუხებული სტუდენტი“.

აი პასუხი: -„ძვირფასო სტუდენტო, მე არ მიშვებენ სკოლებში… ჭეშმარიტად შენი, ღმერთი!“

სასაცილოა, რომ ადამიანები ვდევნით უფალს და მერე გვიკვირს, ცხოვრება ჯოჯოხეთად რატომ იქცა…

სასაცილოა, როცა გვჯერა გაზეთების და ეჭვი გვეპარება ბიბლიაში…

სასაცილოა, ყველას გვინდა ზეცაში მოხვედრა და არაფერს ვაკეთებთ, არაფრის გვჯერა რაც ბიბლიაშია…

სასაცილოა, როცა ვიღაც ამბობს, რომ სჯერა ღმერთის, მაგრამ მიჰყვება სატანას, რომელსაც „სჯერა“ უფლის…

სასაცილოა, როცა ჩვენთვის ადვილია განვსაჯოთ სხვა და ძნელია თავად მოისმინო განსასჯელი სიტყვები…

სასაცილოა, როცა უაზრო ხუმრობები ელვასავით ედება სამყაროს და ადამიანები კი დიდხანს ფიქრობენ იმაზე, გააზიარონ თუ არა სტატუსი, სადაც ღმერთია ნახსენები.

სასაცილოა, როდესაც უხამსი, არაწესიერი, უზნეო და ვულგარული ადვილად ხელმისაწვდომია ინტერნეტში და სკოლებსა და სამსახურებში ღია დისკუსია უფალზე შეუძლებელია!..

ანა გრემის ამ სიტყვების მოსმენისას არ შეიძლება არ გაგახსენდეს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის ბრძოლა განათლების სამინისტროს წინააღმდეგ სკოლებში ახალი საგნის „მე და საზოგადოების“ დანერგვის თაობაზე. ეს ადამიანები ამბობენ, რომ საგანი ბავშვს აშორებს ღირებულებებს და ტრადიციებს, უღვივებს ინტერესს „აკრძალული“ ინფორმაციის მიმართ, ნაადრევად ახდენს ბავშვის ყურადღების დაფიქსირებას არასასურველი მიმართულებით, „როლური თამაშების“ შემოტანა მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებში ზიანს აყენებს ბავშვის ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას და ახდენს მის ტრამვირებას უკვე ადრეულ ასაკში. კარგად თუ დავუკვირდებით ეს ახალი სასწავლო საგანი ანა გრემის მიერ ჩამოთვლილი საკითხების ლამაზად შეფუთული წიგნია, რომელიც ახალი აზროვნების ადამიანის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, რომელიც საკმაოდ დაშორდება უფალს!

1
489
8-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
489
  
2015, 15 სექტემბერი, 21:13
სკოლებში თუ მამაოებს გავაფორმებთ მასწავლებლად კარგი იქნება :D
მაგრამ მერე მოლამაც რომ მოითხოვოს რას იზავთ?
0 1 1