x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მეცნიერებმა წონაში კლების ძალიან მარტივი საშუალება აღმოაჩინეს

image


სულ 500 მლ. წყალი უნდა მიიღოს ზრდასრულმა ადამიანმა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე და ეს მას ჭარბი წონისაგან გათავისუფლებაში დაეხმარება – ასეთი დასკვნა გააკეთეს ბირნინგემის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მედიკოსებმა. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ ეს მარტივი საშუალება შესაძლოა ძალიან ეფექტური აღმოჩნდეს და შესაბამისად, სამედიცინო სფეროს სპეციალისტების მხრიდან დიდი ყურადღება მიექცევა.


imageექსპერიმენტში მონაწილეობა მიიღო 84 ზრდასრულმა ადამიანმა, რომლებიც ჭარბი წონის გამო იტანჯებოდნენ. მათზე დაკვირვებებს 12 კვირის მანძილზე აწარმოებდნენ. ჯგუფში, რომელშიც 41 მოხალისე შედიოდა, შესთავაზეს ჭამის წინ, ნახევარი საათით ადრე 500 მლ. წყალი დაელია. გაზიანი ან ტკბილი წყლის მიღება ჭამამდე ეკრძალებოდათ. დანარჩენ 43 მოხალისეს კი სთხოვეს წარმოედგინათ, რომ კუჭი თითქოს სავსე ჰქონდათ.


12 კვირაში ექსპერიმენტის მონაწილეებმა პირველი ჯგუფიდან საშუალოდ 1, 3 კგ.-ით მეტი დაიკლეს, ვიდრე მეორე ჯგუფიდან. ამასთან, ისინი ვინც წყალს დღეში 3-ჯერ ჭამის წინ სვამდნენ, დაიკლეს საშუალოდ 4, 3 კგ., ისინი კი ვინც ამას დღეში ერთხელ აკეთებდნენ – 0, 8 კგ.


როგორც მეცნიერები აღნიშნავენ, მათ მიერ აღმოჩენილი მეთოდი მარტივია და ეს არის ზუსტად მისი უპირატესობა. წონის დასაკლებად საკმარისია მხოლოდ განსაზღვრულ დროს დღეში 3-ჯერ საჭირო რაოდენობის წყალი მიიღოთ. ჯანსაღ კვებასთან და ფიზიკურ ვარჯიშებთან ერთად, ისინი ვინც ჭარბი წონის პრობლემით იტანჯებიან, გაცილებით ეფექტურად დაიკლებენ.


მეცნიერები იმედს გამოთქვამენ, რომ გააგრძელებენ წონაში კლების ამ მეთოდის გამოკვლევას უფრო ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე და უფრო დიდი რაოდენობის მოხალისეთა მეშვეობით. ასევე, უნდა აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ ჰარვარდისა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მკვლევარებმა შეიმუშავეს წონაში კლების კიდევ ერთი მეთოდი – მათ ისწავლეს იმ გენების ბლოკირება, რომელიც პირდაპირ კავშირშია სიმსუქნესთან.


0
11156
10-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
11156
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0