x
image
მამუკა123
FONTENILLE – free 284MDI - ფუტკარი, რომელმაც მსოფლიო დაიპყრო

imageმამონტის ეშვით, ბზითა და მეტეორიტებით შექმნილი სამეფო დანები.













ფრანგული დანების წარმოშობაზე პროფესიულ ცოდნას გვიზიარებს სანადირო მაღაზიათა ქსელი „ქარავანი +“-ის მმართველი, იარაღის საერთაშორისო ექსპერტი, ავთო ფარადაშვილი.

კომპანიის დაარსება
ლაგიოლი - საფრანგეთში, ზოლინგენი - გერმანიაში, შეფილდი - ინგლისში. ეს ის პატარა დაბებია, სადაც თავს იყრიდნენ საუკეთესო მჭედლები, ხმლებისა და დანების ოსტატები.
ისინი იყენებდნენ ისეთ იშვიათ მასალებს, როგორიც არის: კუს ბაკანი, მამონტის ეშვი და მეტეორიტები.
1920 წელს ლაგიოლში დაფუძნდა კომპანია Fontenille Pataud-ი, რომელიც ცივ იარაღს აწარმოებს და გამორჩეულია თავისი ხარისხით.
კომპანიას სათავეში უდგას, ფრანგი მჭედელი და ნიჭიერი ოსტატი ჟილ შტაინბერგი.
1995 წელს შტაინბერგმა შეცვალა წარმოების პროფილი და დაიწყო Laguiole-ს ტიპის დანების დამზადება.
1997 წლიდან, სამარკო ნიშნის სახით, თითოეულ დანას მინიჭებული აქვს კომპანიის მმართველის, ჟილის სახელი.



ჟილის სამარკო დანები
კომპანიაში პროდუქცია იწარმოება ხელით, დაზგების მინიმალური ჩარევით.
თითოეული ზამბარა, რომელიც ნებისმიერ მოდელზე განსხვავებული ფორმისაა, კეთდება და მუშავდება მხოლოდ ხელით.
ლაგიოლისთვის დამახასიათებელია ფუტკრის გამოსახულება ტარის ბოლოში, რომელიც ფორსირებულია და დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან.
დანის ტარი მზადდება გარეული ცხოველის რქისგან (სპილო, ირემი, ჯიხვი) ან ხის (კაკალი, ბზა) მასალისგან.
დანის პირი ინდივიდუალური ჭედვის პროცედურებს გადის.
გახურებისა და ჭედვის პროცესში მოწმდება მისი სიძლიერე, ელასტიკურობა და სიხისტე.
დანის პირებთან ერთად იჭედება ზამბარებიც.
დანა დამზადებულია უჟანგავი ლითონისგან.
ხშირ შემთხვევაში გამოყენებულია შვედური უჟანგავი ფოლადი.
კომპანია აწარმოებს ძვირფასი კატეგორიის დანებსაც, რომლებიც დამასკოს ჯავარის მეტალითაა ცნობილი.


image



ტექნიკური მონაცემები
წონა 200 გრ.
სისქე 3, 5 მმ.
სიმყარე 56 რც.
სიგრძე გახსნილ მდგომარეობაში 23 სმ.
სიგრძე დაკეცილ მდგომარეობაში 13 სმ.
სტანდარტული ვერსიის ფასი 1526 ლ.






დანა Fontenille – free 284MDI
ჟილ შტაინბერგის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მოდელია Fontenille – free 284MDI.
ეს უიშვიათესი ვერსია შექმნილია სპილოს ეშვისგან.
დანის პირი დამზადებულია დამასკოს ფოლადისგან, რომლის ბოლოში განთავსებულია ფუტკრის გამოსახულება.
ფუტკრის სიმბოლოს მოხატვა-მოჩუქურთმება ხდება მხოლოდ ხელით.
დანის პირის დასაწყისში ფოლადს ამშვენებს ჟილ შტაინბერგის სამარკო ნიშანი „ჟილლეს“.
დანის ზამბარა-ფიქსატორი ნაწრთობია და დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან.
Fontenille – free 284MDI თავისი საუკეთესო მონაცემების შესაბამისი ფასითაც იწონებს თავს, რომელიც კერძო შეკვეთის შემთხვევაში საგრძნობლად იზრდება და რამდენიმე ათას ევროს აღწევს.
ასევე, დანაზე კეთდება წარწერა, ვის მიერაა შეკვეთილი კონკრეტული მოდელი.imageimageimageimage


0
485
4-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0