x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
2010 წელს მომხდარი სტიქიური უბედურებები

imageწამყვანმა სადაზღვევო კომპანიამ 2010 წლის განმავლობაში მსოფლიოში 950 სტიქიური უბედურება დააფიქსირა. გასულ 10 წელიწადში ყოველწლიურად საშუალოდ 785 სტიქიური უბედურება ხდებოდა. 2010 წელს მომხდარ 5 უსაშინლეს უბედურებას შორის იყო მიწისძვრები ჩილეში, ჩინეთსა და ჰაიტიში, წყალდიდობა პაკისტანში, ხანძარი რუსეთში, სადაც ათობით ათასი ადამიანი დაიღუპა სიცხისა და ჰაერის დაბინძურებისგან და ვულკანი ისლანდიაში, სადაც ამოფრქვეულმა ფერფლმა მთელ ჩრდილოეთ ევროპაში შეაფერხა საჰაერო მიმოსვლა. ავსტრალიას ორჯერ გადაუარა ძლიერმა სეტყვამ და ქვეყანამ 2 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადა. ლონდონში გამომავალი გაზეთი იუწყება, რომ „საერთო ეკონომიკური ზარალი გასულ (2009) წელთან შედარებით 50 მილიარდი დოლარიდან 130 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა“ (The Telegraph of London).

0
44
2-ს მოსწონს
ავტორი:კოლა22
კოლა22
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0