x
image
Guns N Roses
"ყველაზე დიდ საფრთხეს და გამოწვევას რუსეთი წარმოადგენს"

image
"ყველაზე დიდ საფრთხეს და გამოწვევას რუსეთი წარმოადგენს" - დევიდ კრამერი...


ამ წუთებში თბილისში საერთაშორისო კონფერენცია "ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი" იწყება. კონფერენციას ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკური ლიდერები, ექსპერტები და მკვლევარები დაესწრებიან.
"ყველაზე დიდ საფრთხეს და გამოწვევას რუსეთი წარმოადგენს, რომელსაც არ სურს მისი მეზობლები ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს დაუახლოვნენ. საქართველოს, უკრაინა და მოლდოვა ის ქვეყნებია, რომლებმაც რეგიონში ყველაზე დიდი პროგრესი აჩვენეს, საქართველომ დემოკრატიული გზა უნდა განაგრძოს. ჩვენ რუსეთს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სახით დეფაქტო ვეტო არ უნდა დავუტოვოთ, "- განაცხადა "ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის ინსტიტუტის" აღმასრულებელმა დირექტორმა, დევიდ კრამერმა.
კონფერენციაზე სიტვით პირველი მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი, კურტ ვოლკერი გამოვა.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფოკუსირებული ვიყოთ თავისუფალ და უსაფრთხო ევროპაზე, ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს როგორც საქართველოსთვის ასევე სხვა ქვეყნებისთის, “- განაცხადა ვოლკერმა.
საქართველოს ხელისუფლებიდან კონფერენციაზე პირველი გამომსვლელი საქართველოს პრეზიდენტი, შემდეგ პრემიერმინისტრი იქნება.


როგორც მოგეხსენებათ თბილისში დღეს საერთაშორისო კონფერენცია უნდა გამართულიყო. ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტისპირა ქვეყნებში, - ეს არის კონფერენციის მთავარი თემა. კონფერენციის მონაწილეები ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეას განიხილავენ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წინაშე არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო სტრატეგიაზე დისკუსიაც გაიმართება. ღონისძიება მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში კურტ ვოლკერი გახსნის.

0
64
3-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
64
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0