საქართველო ომისთვის მზადება თუ საიდუმლო შეთანხმება? რა ხდება რუსეთ-საქართველოს შორის? 2015, 25 აგვისტო, 14:51 რუსეთი აფხაზეთში რკინიგზის აღდგენას იწყებს... რუსეთის სარკნიკიგზო ჯარებმა ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის 33 კილომეტრიანი მონაკვეთის გასუფთავება სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად უკვე დაიწყეს ოჩამჩირე-ენგურის რკინიგზაზე. გავრცელებული ინფორმაციით ამ დროისთვის 500 რუსი საჯარისო მოსამსახურე 50-ზე მეტ ერთეულ სპეცტექნიკასთან ერთად მუშაობს. რუსმა გენერალმა დაადასტურა, რომ ოჩამჩირიდან მდინარე ენგურის ხიდამდე სარკინიგზო ჯარები ივლისის ბოლოს შევიდნენ და მას შემდეგ რკინიგზის ლიანდაგებს წმენდენ. 2008 წლის ომის დაწყებამდე რუსეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ადარებენ პოლიტიკოსები კრემლის დღევანდელ გადაწყვეტილებებს. პოლიტიკოსების ნაწილი არ გამორიცხავს, რომ რუსეთი საომარი მოქმედებებისთვის ემზადებოდეს, ან რკინიგზის აღდგენის გადაწყვეტილება ქართულ მხარესთან შეთანხმებით მიეღო. 913 3-ს მოსწონს
|