x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ყველასთვის საყვარელი ანჟელიკა

“ამ გოგონას სიყვარულის ქალღმერთმა აკოცა"- თქვა მის შესახებ ირანის შაჰმა მუჰამედრეზა ფეჰლევმა. შემდგომში ეს ფრაზა ფრთიანი გახდა და ქალის უბადლო სილამაზის აღსანიშნავად იყენებდნენ.

ყველასთვის საყვარელი ანჟელიკა
შეუდარებელმა ანჟელიკამ, ფრანგმა მსახიობმა მიშელ მერსიემ (მისი ნამდვილი სახელი ჟოსლინ ივონ რენე მერსიე არის) 50-ზე მეტი როლი შეასრულა, მაგრამ ის სამუდამოდ რომანტიკული, შეყვარებული, ძლიერი და ერთდროულად სუსტი ანჟელიკას ტყვეობაში დარჩა.

1964 წელა ან და ჟაკ გოლონებმა დაწერეს რომანი “ანჟელიკა, მარკიზების ანგელოზი". წიგნი წარმოუდგენლად პოპულარული გახდა მკითხველებს შორის და ამიტომ, მისი ეკრანიზაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ანჟელიკას როლზე, ბრიჯიტ ბარდო მიიწვიეს, მაგრამ მან უარი თქვა შეთავაზებაზე და როლზე მიშელი მერსიე დაამტკიცეს. ფილმმა, გამოსვლისთანავე, გოლონების რომანის ბედი გაიზიარა, ხოლო მიშელ მერსიე, რომელსაც ამ ფილმში გადაღებამდე, კარიერაში, დიდად არ უმართლებდა, პოპულარულ მსახიობად იქცა. და რა თქმა უნდა, გადაიღეს ფილმის გაგრძელება. ანჟელიკამ ერთდროულად მოიგო, როგორს ძლიერი სქესის წარმომადგენლების, ისე ქალბატონების გულები და მის მიმართ ხალხის სიყვარული კიდევ დიდ ხანს გაგრძელდა.

გავიდა წლები და საფრანგეთში გადაღეს ახალი ფილმი ანგელოზების მარკიზას თავგადასავლების შესახებ (2014 წელი), რომელშიც მთავარი როლი ფრანგმა მსახიობმა ნორა არნეზედერმა შეასრულა.ნორა არნეზედერი

მაგრამ, მაყურებელმა ეს ცვლილება არ მიიღო და დღემდე ამ როლის ერთადერთ და უბადლო შემსრულებლად, შეუდარებელი და ულამაზესი მიშელ მერსიე თვლიან.

ყველასთვის საყვარელი ანჟელიკაყველასთვის საყვარელი ანჟელიკაყველასთვის საყვარელი ანჟელიკაყველასთვის საყვარელი ანჟელიკაყველასთვის საყვარელი ანჟელიკაყველასთვის საყვარელი ანჟელიკაყველასთვის საყვარელი ანჟელიკაყველასთვის საყვარელი ანჟელიკაყველასთვის საყვარელი ანჟელიკაყველასთვის საყვარელი ანჟელიკაყველასთვის საყვარელი ანჟელიკა

1
1210
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1210
  
2015, 22 აგვისტო, 13:37
ჩემი უსაყვარლესი წიგნი და მერე მისი ეკრანიზაცია,აი ახალ გადაღებას რომ ვუყურე საზიზღრობა იყო,
აი ასეთი იყო---გადაბძუებული ბებერი და ქორფა ლამაზმანი-საშინელი გადაღებააა
მიშელი და რობერტი ( პირველი ეკრანული წყვილი) შეუდარებელია
0 1 1